Facebook-ისტერია: ტრაგედიის შემდეგ მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის მოედანზე დაბრუნებას საშინელი გამოხმაურება მოჰყვა

10 ოქტომბერს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე-5 ტუ­რის ცენ­ტ­რა­ლუ­რი შეხ­ვედ­რა ქუ­თა­ის­ში, “აია არე­ნა­ზე” გა­ი­მარ­თა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს მოქ­მე­დი ჩემ­პი­ო­ნი “ლე­ლო” იმე­რე­თის მთა­ვარ ქა­ლაქ­ში ლი­დე­რის რან­გ­ში ჩა­ვი­და. მე­ო­რე ტა­ი­მის და­საწყის­ში ოთარ ბარ­კა­ლა­ი­ას ნაც­ვ­ლად თა­მაშ­ში მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლი (23 ნომრით) ჩა­ერ­თო. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის გა­მოც­დი­ლი მო­თა­მა­შე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხ­ვე­ვის შემ­დეგ მო­ე­დანს პირ­ვე­ლად და­უბ­რუნ­და, რასაც Facebook-ზე ძალიან ნეგატიური გამოხმაურებები მოჰყვა. გთავაზობთ ზოგიერთ გამოხმაურებას:

გუბაზ კობერიძე: აი ესეც ვიცოდი (((
ძალიან ვაფასებ კვირიკაშვილს, მაგრამ: 220 კმ/სთ-ით მიდიოდა, დაეჯახა სხვა მანქანას, გარდაიცვალა სამი ადამიანი და თამაშობს ახლა?
აბა ვინმე რიგით მოქალაქეს მოსვლოდა ამოალპობდნენ ციხეში საშვილიშვილოდ!
აი ესეც ქართული სამართალი (((( მერე უკვირთ იმ ხალხის – რომ იძახიან ნებიემიერ ადგილას ვიცხოვრებდი ოთონდ საქართველოში არაო! სირცხვილია!

მიხეილ კაპანაძე: ქვეყნის გინება არ მიყვარს და არც შევიგინები, მაგრამ საკმარისზე მეტი საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ რომ ეს ტიპი არის მკვლელი, მან მოკლა საკუთარი ცოლი და წყვილი მეორე მანქანაში. კიდევ ორისთვის კი კი ჯერაც გროვდება ფული. და გარეთ მხოლოდ იმიტომ არის რომ ოვალურ ბურთს კარგად ურტყამს.
ის, თუ რა მაგალითს აძლევს ის სხვებს – ყველას ფეხებზე ჰკიდია.
ჰოდა ბოდიში დანარჩენ მორაგბეებთან, მაგრამ მე მკვლელებს არ ვგულშემატკივრობ. სანამ ეს ნაკრებში ითამაშებს, სულ მკიდია მსოფლიო რეიტინგში ნაკრების პოზიცია და ექვს ერში თამაშის პერსპექტივები. და კიდევ რუსეთთან რამდენს მოიგებთ. როცა აღარ ითამაშებს – კიდევ დავფიქრდები.
ისე, რუსეთთან ერთი-ორჯერ რომ წაგვეგო, იქნებ ამას უფრო მოკრძალებული მანქანით და უფრო წყნარად ევლო?
P.შ. შესწორება: მეორე მანქანაში ორი კი არა, სამი ადამიანი დაიღუპა.

დათო კოხრეიძე: კვირიკაშვილის საწინააღმდეგო პირადად არაფერი მაქვს, მაგრამ მე იმ ქვეყნის დედა ვატირე, სადაც 4 კაცს მოკლავ და ორ თვეში მოედანზე გადიხარ სათამაშოდ 🙂

ქეთი მაღლაკელიძე: პიროვნულად რამდენადაც არ უნდა ვუთანაგრძნობდე ამ რაგბისტს, ამ გახმაურებულ და ასე მიჩუმათებულ საქმეს უდის პროტექციონიზმის სუნი და იმაზე მეტს აშავებს სახელმწიფოებრიობის საძირკველში, ვიდრე აკეთებს. ძირითადი მომჩივანი ვინც უნდა იყოს უასაკოა… ის გაიზრდება ქვეყანაში, სადაც გაზზე ბოლომდე ფეხის მიდგმა მოსულა, თუ გავლენა გაქვს და ხალხს უყვარხარ. ამის მერე კიდევ მოედანზე სირბილი და ტაშზე რევერანსებიც მოსულა, რადგან მორალი და სამართალი იზომება ზემოდან ქვემოთ.
ხო კიდევ, პირად საუბარში: ,, მასზე მეტი ვინც გაუკეთა ქვეყანას, იმან ილაპარაკოს” და ,,ღმერთს საკმარისად დაუსჯია”… ამხელა სამართლის აღსრულების ინსტიტუციებს რატომღა ვინახავთ, თუ ღმერთი ითავსებს ამ ყველაფერს?!
არასამთავრობოებს ჰქონდათ მსუყე მასალა, თუნდაც იგივე გენდერული ან სხვა თემატიკის გასაშლელად, როგორც ეს სხვა გახმაურებულ საქმეზე დაგვაზეპირებინეს. მათი უადგილო დუმილი რაღა არის?!
ის კიდევ, რომ ამდენი ,,თავის საქმეში შეუცვლელი” დადის, ცალკე პრობლემაა ამ ქვეყანაში…
ერთადერთი კარგი ამბავი, რაც გავიგე ის წყვილი, ხანგრძლივ კომაში რომ იყო, გამოჯანმრთელების გზაზე ყოფილა.

ცოტნე გამსახურდია: ასეთი ქვეყნის დედას ***! სადაც შეგიძლია სამი კაცი მოკლა და მერე ორ თვეში მოედანზე გამოიკუნტრუშო! ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, აახვიეთ ჩემი ფრენდებიდან!
ამიტომ არ გვეღირსება ქვეყნის ჩამოყალიბება, სანამ ყველაფერი შეგრჩება, თუ ხარ: პროსახელისუფლებო ცნობადი სახე, მღვდელი, მაყუთიანი ტიპი, თანამდებობის პირი, გყავს დიდი ჯიპი ან თუ ვინმე ზემოთჩამოთვლილს კარგად ულოკავ მაინც…
ფუ, გული მერევა, ვის შეწირა თავი იმ უბედურმა მამაჩემმა… იყავით ჩუმად, ჯოგი იყავით და დარჩით!
მერაბ კვირიკაშვილს არ ვიცნობ და მის მიმართ არავითარი პირადული დამოკიდებულება არ გამაჩნია. თუმცა, თქვენ ამას ვერ მიხვდებით.

LEAVE A REPLY