17 წლის ბიჭი მშობლების თვალწინ მოკვდა – მიზეზი ეს უბრალო ლაქაა

0
1554
17 წლის ბიჭი მშობლების თვალწინ მოკვდა – მიზეზი ეს უბრალო ლაქაა
17 წლის ბიჭი მშობლების თვალწინ მოკვდა - მიზეზი ეს უბრალო ლაქაა
მექსიკელმა 17 წლის ხულიო გონსალესმა ოჯახთან ერთად ვახშმობისას უეცრად თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო დახმარების ექიმებმა გარდაცვალება დააფიქსირეს, მიზეზი – ინსულტი. ოჯახი შოკში იყო – როგორ შეიძლებოდა სრულიად ჯანმრთელი ახალგაზრდა ასეთი მძიმე დიაგნოზით გარდაცვლილიყო?

mshoblebi

ექიმების თქმით, მიზეზი შეიძლებოდა მისი ვნებიანი პაემანი გამხდარიყო მეგობარ გოგოსთან. ხულიოს მართლაც ჰყავდა შეყვარებული, რომელსაც არაერთხელ დაუტოვებია ბიჭის ყელზე კოცნის კვალი, ე.წ. “ზასოსი”. ამჯერად კი გოგონას საკოცნელად საძირე არტერიის არე შეურჩევია.
ექიმები ირწმუნებიან, რომ სწორედ “ზასოსებმა” მოახდინეს ინსულტის პროვოცირება. ამ დროს სისხლძარღვებში თრომბები წარმოიქმნებოდა, რომლებსაც თავისუფლად შეეძლოთ ტვინისკენ მიგრირება. საამისოდ სულ რამდენიმე საათიც კმაროდა, რაც საბოლოოდ ხულიოსთვის ფატალურად დასრულდა.

mshoblebi

სხვათაშორის, ეს ერთადერთი გახმაურებული შემთხვევა არ არის. 2010 წელს ახალზელანდიელი 44 წლის ქალი იგივე მიზეზით დაზარლდა, თუმცა არ გარდაცვლილა, სანახევროდ პარალიზებული დარჩა. მიზეზად ექიმებმა მაშინაც “ზასოსი” დაასახელეს.

LEAVE A REPLY