16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

0
100

ვერძი. დღეს არავითარ შემთქვევაში არ უნდა მოდუნდეთ. მაშინაც კი თუ მყარად გრძნობთ თავს. შესაძლოა ამ დღეს რთული არჩევანის წინაშე დადგეთ. მაგრამ საკუთარი ინტუიციის იმედი გქონდეთ. ასევე ერიდეთ ალკოჰოლსა და ცხიმიან საკვებს. მოსალოდნელია მოწამვლა.

კურო. დასვენებაში სახლის დალაგება არ შედის. უმჯობესია იკითხოთ თქვენთვის საყვარელი წიგნი ან სერიალით შეიქციოთ თავი.

ტყუპები. აკეთეთ ძველი საქმე და იყავით ყურადღებით, რომ არაფერი გამოგრჩეთ. არ იზარმაცოთ და ყველაფერი გამოგივათ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საკვებს. მოსალოდნელია მოწამვლა. უარი თქვით ალკოჰოლზე. საღამოს გასეირნება სიმხნევესა და ენერგიას შეგმატებთ.

კირჩხიბი. ეს დღე კირჩხიბებისთვის მოულოდნელ ცვლილებებს მოიტანს. ცვლილებები გელით ფინანსურ სფეროშიც. დღეს შეიძლება აღმოჩნდეთ სიტუაციის მფლობელი ან პირიქით, თქვენს პარტნიორებზე გახდეთ დამოკიდებული. ამიტომ გეგმების განხორციელებისას ნუ დაივიწყებთ იმ ადამიანებს, ვინც ცხოვრებაში დახმარება გაგიწიათ. ამ დღეს უმჯობესია მოუსმინოთ ახლობელი ადამიანების რჩევებს. ასევე გახოვდეთ მეგობრები. დღეს შეგიძლიათ მოინახულოთ ნათესავები და ნაცნობები, რომლებიც დიდი ხანია ტავისთან გეპატიჟებოდნენ.

ლომი. დღეს შესაძლოა ამბავი შეიტყოთ, რომელიც ძირ-ფესვიანად შეცვლის თქვენს მომავალ ცხოვრებას. დღეს ლომთა უმეტესობას მძიმე გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ, რაც შესაძლოა არასწორი აღმოჩნდეს. შეეცადეთ დამშვიდდეთ. დაალაგეთ აზრები და მხოლოდ ასე შეძლებთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას დ შეცდომის თვიდან არიდებას.

ქალწული. სიმშვიდე და კეთილდღეობა ექნებათ დღეს ქალწულებს ოჯახში. წარმატებული დღეა პირად ცხოვრებაში, შემოქმედებასა და საოჯახო საკითხების მოგვარებისათვის.

სასწორი. მეგობრობას ადვიილად დაკარგავთ, მაგრამ მისი აღდგენა რთულია. გახსოვდეთ ეს თუ მეგობრებთან გაუგებრობებს ექნება ადგილი. ხშირად როგორც გეჩვენებათ, ისე არაა საქმე. ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას.

მორიელი. ენერგეტიკულად ძლიერი დღეა. აუცილებელია როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი აკტივობა. მოდუნება და უხალისობა არასასურველ შედეგებს მოგიტანთ. ემოციებს გასაქანი არ მისცეთ და ერიდეთ არასასიამოვნო შთაბეჭდილებებს. ფინანსური საკითხების მოგვარება უმჯობესია სხვა დროისთვის გადადოთ.

მშვილდოსანი. დაასრულეთ ძველი საქმეები და ახალს ნუ დაიწყებთ. თუ ჯერ კიდევ არ გქონიათ შვებულება, დროა ხელმძღვანელობას მოსთხოვოთ, უარს არ გეტყვიან. დღის მეორე ნახევარი წყალში გაატარეთ, ეს ნერვებს დაგიმშვიდებთ და ენერგიას აღგიდგენთ.

თხის რქა. ამ დღეს დახმარებისთვის მოგმართავენ მეგობრები ან ნათესავები. შეეცადეთ თხოვნაზე უარი არ უთხრათ. ნუ გამოიჩენთ სიძუნწესა და ეგოიზმს. არაა გამორიცხული, რომ ზოგიერთი თხის რქა აღადგენს მეგობრულ ურთიერთობას მასთან, ვისაც დიდი ხანია, ვერ ეწყობოდა. ახალი პროექტი ამ დღეს მოგებას მოგიტანთ.

მერწყული. იყავით მამაცი და მიზანდასახული. იბრძოლეთ საკუთარი გადაწყვეტილებებისათვის. ახალ საქმეს ნუ დაიწყებთ. ძველების დაწყება კი არ გაწყენდათ. თუ ჯერ კიდევ არ ყოფილხართ შვებულებაში, კარგი დროა მისი დაგეგმვისთვის. დღევანდელი დღე ახალ საინტერესო შეხვედრებსა და ნაცნობობასაც გპირდებათ, რომელიც შემდეგში შესაძლოა რაღაც უფრო მნიშვნელოვანში გადაიზარდოს.

თევზები. დღევანდელი დღე აქტიური და დაძაბული გექნებათ. შესაძლებელია დღეს გქონდეთ შეხვედრა ადამიანთან, რომელთანაც დიდი ხანია კავშირი დაკარგეთ. ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს ელით სეხვედრა ადამიანტან, რომელთანაც მომავალში სერიოზული ურთიერთობა შეიძლება აეწყოთ. ძალიან დიდია ამბათობა გარშემომყოფებთან კონფლიქტების ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებისა.

LEAVE A REPLY