14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

0
45

ვერძი
დილით შეასრულეთ სამსახურის საქმეები ან განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები. იყავით დაკვირვებული. სიფრთხილე გმართებთ წამლების, ალკოჰოლის მიღებისას.

კურო
მოიხადეთ ვალდებულება, შეასრულეთ დანაპირები, ვალდებულებები. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. საღამოს მოუსმინეთ დამამშვიდებელ მუსიკას, მოიწესრიგეთ პირადი ცხოვრება.

ტყუპი
დილიდანვე შეუდექით დაგროვილი საქმეების შესრულებას. ნუ გადაუხვევთ არჩეული გზიდან. მოერიდეთ საეჭვო საქმიანობაში ჩართვას. შეიძლება, გარშემო მყოფები რაღაცას გიმალავენ.

კირჩხიბი
მოაგვარეთ ფინანსური საკითხები, საოჯახო ვალდებულებები. კარგი დღეა მოგზაურობისა და ხანმოკლე მივლინებისთვის. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან.

ლომი
ნურავის ჩაახედებთ საკუთარ საქმეებში, გეგმებში. განსაკუთრებით, ახალ პარტნიორებს. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, მაგრამ მოერიდეთ მსხვილ საყიდლებს.

ქალწული
დილიდანვე შეადგინეთ სამოქმედო გეგმა და გააქტიურდით. იყავით ყურადღებით დეტალებისადმი. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს. იზრუნეთ სასიყვარულო პარტნიორზე.

სასწორი
თუ ზუსტად იცით რა გინდათ, აქტიურად იმოქმედეთ. მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას, საქმეების დაწყებას. საღამო მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

მორიელი
დაასრულეთ დაწყებული საქმეები. დღის მეორე ნახევარში გარემოს, სიტუაციის შეცვლა მოგინდებათ. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს. ზოგიერთს საიდუმლო რომანტიკული პაემანი ელის.

მშვილდოსანი
მნიშვნელოვანი შეხვედრები და საქმეები დღის პირველ ნახევარში დანიშნეთ. მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან საქმეების დაწყებას. განსაკუთრებით, ასეთ მეგობრებთან.

თხის რქა
ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას, დამატებით საქმეებს. დაასრულეთ დაწყებული პროექტები. იყავით ყურადღებით, მოსალოდნელია დამთხვევები და გაუგებრობები.

მერწყული
ნუ ეცდებით ჩახლართულ საქმეებში გარკვევას, კიდევ უფრო დაამძიმებთ მდგომარეობას. დააკვირდით მოვლენებს, მაგრამ ნუ ჩაერევით. საღამო მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

თევზები
მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ. საყვარელი ადამიანი საიდუმლოებებითაა აღსავსე. მშვიდად შეეხვდით მოვლენებს. ნუ გაბრაზდებით და ნურავის დაადანაშაულებთ.

LEAVE A REPLY