10 წლის ბავშვი, რომელსაც დღეს გორში ავტომობილი დაეჯახა, საავადმყოფოში გარდაიცვალა

0
243

 

10 წლის ბიჭი, რომელსაც გორში ავტომობილი დაეჯახა, საავადმყოფოში გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივს გორის სამხედრო ჰოსპიტალის პრესსამსახურის უფროსმა შოთა ჩილინდრიშვილმა დაუდასტურა. 

საავადმყოფოში მიყვანისას, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

ავტოსაგზაო შემთხვევა გორში დღეს დილით მოხდა. ბავშვი გზაზე ველოსიპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა.

LEAVE A REPLY