10 ყველაზე შეუთავსებელი წყვილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

0
726

10 ყველაზე შეუთავსებელი წყვილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ შესაძლებელია წინასწარ განსაზღვრო, გამოგივა ურთიერთობა ამა თუ იმ ნიშანთან თუ არა. აღმოჩნდა, რომ თითოეულ ნიშანს თავისი განსაზღვრული ნიშანი აქვს, რომელთანაც სასიყვარულო ურთიერთობის წამოწყება არ ღირს. დროის განმავლობაში წყვილი ან დაშორდება, ან მოუწევს ხანგრძლივი და რთული მუშაობა ურთიერთობის შესანარჩუნებლად.

მოდით, გავიგოთ, რომელ ნიშანთან არ ღირს ურთიერთობების დაწყება:

ვერძი და კურო

ვერძებს ძლიერი ხასიათი გამოარჩევს, კუროებს კი – სიჯიუტე. როდესაც ეს ორი თვისება ერთმანეთს ხვდება, ჩნდება სერიოზული პრობლემა. კუროსთვის აუცილებელია იმის ცოდნა, თუ რა ეტაპზეა მათი ურთიერთობა, ამას კი ვერძი წონასწორობიდან გამოჰყავს. დაშორების შემდეგ ვერძს სურს, ყველაფერი დაივიწყოს, კურო კი კიდევ დიდ ხანს დაელოდება ახსნა-განმარტებას.

კურო და მშვილდოსანი

მშვილდოსანს თავგადასავლების გარეშე არ შეუძლია, კუროს კი სახლში მშვიდად ურჩევნია დროის გატარება. მათი ენერგია ერთმანეთს არ ემთხვევა და კურო ამას ვერ უძლებს. მშვილდოსანს კი ეს ამბავი დიდად არ ადარდებს, რადგან ურთიერთობების დიდი გამოცდილება აქვს.

ქალწული და მშვილდოსანი

არცერთი არ არის სერიოზული ურთიერთობებისკენ მიდრეკილი. მშვილდოსანი ძალიან უდარდელია და არ ფიქრობს, რა შეიძლება მოჰყვეს მის ქმედებებს. როცა რამდენიმე კვირით ქრება, ეს ქალწულისთვის ნორმალური არ არის. ამიტომაც წყვილი შორდება.

სასწორი და ქალწული

ქალწული მუდმივად აკრიტიკებს სასწორს. სასწორი კი თავის მხრივ აიძულებს ქალწულს, საკუთარ თავში რწმენა დაკარგოს. ქალწული მუდამ მართალი უნდა იყოს, ეს კი ნერვებზე ძალიან მოქმედებს.

მორიელი და ვერძი

ეს კავშირი ნამდვილი ბომბია, რომელიც დღეს-ხვალ აფეთქდება. თუ შექსპირისეული ვნებანი გიყვართ, მაშინ შეიძლება რაიმე გამოვიდეს. ორივე ნიშანი ძიერია და კონტროლის მართვა სურს.

ტყუპები და თხის რქა

ეს კავშირი – ნამდვილი კატასტროფაა. ტყუპებს უყვართ მსუბუქი და მხიარული საუბარი, თხის რქა კი შრომისმოყვარეა და გეგმავს ყველაფერს წინასწარ. თხის რქისთვის სპონტანურობა მიუღებელია, რაც ტყუპებს აღიზიანებს.

კირჩხიბი და მერწყული

კირჩხიბებს სახლი უყვართ, მერწყულებს – თავისუფლება. კირჩხიბებისთვის აუცილებელია იმის ცოდნა, რომ უყვართ, ამიტომ მათ აღიზიანებთ მეწრყულების თვისება გააკრიტიკონ და პირდაპირ მიუთითონ შეცდომებზე.

ლომი და მორიელი

მორიელი არ შეგაქებს და კომპლიმენტებით არ შეგამკობს. ლომს კი ეს ძალიან სჭირდება. ლომებს თავი საუკეთესო ადამიანებად მიაჩნიათ, ეს კი ეჭვიან მორიელებს არ აწყობთ.

მშვილდოსანი და თხის რქა

მშვილდოსანი მუდამ დააყვედრებს თხის რქას, რომ საკმარის თავისუფლებას არ აძლევს. გარდა ამისა, მათ შორის სექსუალური მიზიდულობა არ არსებობს.

თევზები და ქალწული

თევზები მეოცნებეები და მგრძნობიარენი არიან, ქალწულები კი ძალიან მიწიერი და პრაქტიკულები. ეს კავშირი გახლავთ ინტერესთა კონფლიქტი. თუმცა, თევზებს ვურჩევთ, ბოლომდე ნუ გათავისუფლდებიან ქალწულებისგან, რადგან მათგან კარგი მეგობრები გამოდის.

მერწყული და კურო

მერწყუპები ბოჰემური და უჩვეულოები არიან, მაშინ როდესაც კუროები კონსერვატიულობითა და მატერიალისტობით გამოირჩევიან. ამიტომ, ეს ორი ნიშანი ნორმალურ ურთიერთობას ვერ ამყარებს.

LEAVE A REPLY