ხატია წერეთელმა სკანდალურ კლიპთან დაკავშირებით ინტერვიუ ჟურნალ “რეიტინგთან“ გააკეთა

0
124

ხატია წერეთელის ახალმა კლიპმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

ხატია წერეთელმა სკანდალურ კლიპთან დაკავშირებით ინტერვიუ ჟურნალ “რეიტინგთან“ გააკეთა:

– ვისაც იუმორი აქვს, იუმორით შეხვდა ამ ნამუშევარს და თუმცა გამონაკლისებიც იყვნენ. მე მიჩვეული ვარ ხალხისგან ასეთ კრიტიკას. თამამად შემიძლია ვთქვა, მე ვარ ბულინგის ჟანა დარკი. საქართველოში “შავი პიარი“ ყველაზე კარგად მუშაობს, იმ შემთხვევაში თუ არ დამიწერდნენ მსგავს კომენტარებს, თავად გავაკეთებდი ყალბ ექაუნთებს და ჩემს თავს დავუწერდი ცუდ კომენტარებს. ვინც მლანძღავს იმ ხალხს ვეტყვი: ძალიან მიყვარხართ, რადგან უხელფასოდ მემსახურებით.

– საყვარელმა მამაკაცმა რა გითხრათ, როცა ეს კლიპი ნახა?

– საყვარელი მამაკაცი არ მყავს. ისეთი „ღრუზინი“ ტიპი, რომელიც როლისთვის რამეს ამიკრძალავს ჩემს გვერდით ისედაც ვერ იქნება.

LEAVE A REPLY