Эхо Кавказа-ს ჟურნალისტი ირაკლი ორაგველიძეფეისბუქის პირად გვერდზევლადიკავკაზში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. ფოტოზე ასახულ ბილბორდზე რუსულენოვანი წარწერაა: “ხინჩაგაშვილი (ხინჩაგოვი) ვლადიმერ – ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში”.

ბილბორდზე კვარცხლბეკზე მდგარი ვლადიმერ ხინჩეგაშვილია გამოსახული, ასევე ჩრდილოეთ ოსეთის დროშა და რიოს ოლიმპიადის ემბლემა. როგორც ჟურნალისტი კომენტარში წერს, ამბობენ, რომ ბილბორდი ვლადიკავკაზში მოჭიდავის ბიძაშვილებმა დაამონტაჟეს, “თუმცა დროშა ცოტათი აერიათ”, – წერს ორაგველიძე.

ერთ-ერთ კომენტარში, ინტერნეტმომხმარებელი თეიმურაზ მარგიევი წერს, რომ ბილბორდი ჩემპიონის ოსმა ნათესავებმა დაამონტაჟეს, რომლებიც ვლადიკავკაზში ცხოვრობენ და იქვე დასძენს, “არ აქვს მნიშვნელობა სად და ვისი სახელით

გამოვიდა, უბრალოდ მაკვირვებს ზოგიერთების უარყოფითი დამოკიდებულება იმისადმი, რომ ის ოსია. რა, ოსებმა საქართველოში თავიანთი წარმომავლობა უნდა უარყონ? ყოველ შემთხვევაში, ეს არანორმალურია”.

კიდევ ერთი ინტერნეტმომხმარებელი ზურაბ ჯავახაძე კი წერს: “თუ ადამიანებს სურთ ასეთი პლაკატების გამოკვრა, დაე დაკიდონ. ამით რაიმე შეიცვლება. ვინც თავს ოსად მიიჩნევდა, საქართველოდან წავიდა და სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობს, ამის მაგალითია არსენ კასაბიევი. ვისთანაც ახლოსაა ქართული იდენტობა, ისინი ცხოვრობენ საქართველოში და მისი დროშის ქვეშ გამოდიან”.

შეგახსენებთ, 19 აგვისტოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი რიოს ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა. 25 წლის გორელი მოჭიდავე ფინალში იაპონელ რეი ჰიგუჩის დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა. ამით მან საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას მეორე ოქროს მედალი მოუტანა.

LEAVE A REPLY