ძლიერი ხანძარი აბუსერიძის ქუჩაზე ბამბის საამქროში

თბილისში, აბუსერიძის ქუჩაზე მდებარე ბამბის საამქროში ძლიერი ხანძარია. როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს, დამწვარია 800 კვადრატული მეტრის ფართობი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე 10 სახანძრო და სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.

LEAVE A REPLY