„ცხედარს მჟავა რატომ არ დაასხითო“: 76 წლის ქალის მკვლელობის დეტალები – კიდევ ვის ეძებს შსს

0
647

„ცხედარს მჟავა რატომ არ დაასხითო“: 76 წლის ქალის მკვლელობის დეტალები – კიდევ ვის ეძებს შსს

„ცხედარს მჟავა რატომ არ დაასხითო“: 76 წლის ქალის მკვლელობის დეტალები - კიდევ ვის ეძებს შსს

„ცხედარს მჟავა რატომ არ დაასხითო“: 76 წლის ქალის მკვლელობის დეტალები – კიდევ ვის ეძებს შსს

თბილისში მომხდარი, 76 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე სამართალდამცველები კიდევ ერთ პირს ეძებენ, –  ამის შესახებ გაზეთი ”კვირის პალიტრა” წერს.

გამოცემის ინფორმაციით, პოლიცია კიდევ ერთ პირს დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ეძებს, რომელსაც მოკლულის შვილმა ირმა ყოჩიაშვილმა და მისმა შეყვარებულმა ბექა შენგელიამ ჩადენილი დანაშაულის შესახებ უამბეს.

”პოლიციის მიერ მოპოვებული ფარული მიყურადების ჩანაწერებში ისმის, როგორ უყვებიან ვიღაც მამაკაცს, რომ ადამიანი მოკლეს, ის კი ამბობს, ცხედარს მჟავა რატომ არ დაასხითო”, – ნათქვამია სტატიაში.

”კვირის პალიტრის” ინფორმაციით, ამავე ჩანაწერებით, ირმა ყოჩიაშვილი გეგმას აწყობდა, რომ მომხდარი მკვლელობა მამისთვის დაებრალებინა, „მას შემდეგ კი, რაც ომარ ყოჩიაშვილმა ეჭვი მასზე აიღო, ირმამ ბექას მამის მკვლელობაც შესთავაზა“.

აღნიშნულ დანაშაულში ბრალდებული ბექა შენგელია, ორჯერ ნასამართლევია. პირველად ქურდობისთვის პირობითი მსჯავრი დაედო, მეორედ კი გაუპატიურებისთვის დააკავეს, მაგრამ ამნისტიით მას სასჯელი შეუმცირდა და 2014 წლის ბოლოს, დეკემბერში ციხიდან გამოვიდა. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი პირი ავთანდილ ამირანაშვილი კი ბექა შენგელიას თანაკლასელია. როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, ბექა შენგელიამ და ირმა ყოჩიაშვილმა მას ”სიცილით” უთხრეს, რომ ადამიანი მოკლეს, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს სერიოზულად არ აღუქვამს.

”27 ოქტომბერს ბექა და ავთანდილი ერთმანეთს შემთხვევით რუსთაველის გამზირზე შეხვდნენ. ბექას უთქვამს, ბარის გახსნა მინდა, სადაც დამწყები მხატვრები თავიანთ ნამუშევრებს გამოფენენო. იმ დღეს ბექამ და ავთანდილმა დალიეს და სწორედ მაშინ გაიცნო ირმა ყოჩიაშვილი. მერე მთაწმინდაზე, ნაქირავებ ბინაში წავიდნენ. მაშინ მოისმინა ამირანაშვილმა ირმასა და ბექას საუბარი, “ტრუპი” ავიკიდეთო. ავთანდილს უკითხავს, ვისიო და ირმას სიცილ-ხარხარით უპასუხია, დედაჩემისო. ეს სიმართლედ არ აღუქვამს ამირანაშვილს. ბიჭი იმ ღამეს იქ დარჩა, მეორე დღეს კი სახლში წავიდა. 2 ნოემბერს ისევ შეხვდა ავთანდილი ბექას და უთხრა, მოვნახე ბარისთვის ადგილი და მეპატრონეს დაგალაპარაკებთო. შენგელიამ მე არ მცალია და ირმა გამოგყვებაო, ბარში მისულები კი აიყვანეს”, – აცხადებს ამირანაშვილის ადვოკატი ქართლოს ვაშაკიძე.

იმავე საღამოს, დაბინდების შემდგომ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8 საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად, თხრილში დაწვეს. გამოძიება იმასაც ეჭვობს, რომ „ეს იყო რიტუალური მკვლელობა“.

„primetimenews”-ის ინფორმაციით კი ლუბა ყოჩიაშვილი შესაძლოა, სულაც არ იყოს პირველი მსხვერპლი.

„როგორც პროკურატურიდან ჩვენი წყარო გვიყვება, გამოძიება არკვევს ინფორმაციას უგზო-უკვლოდ დაკარგული რამდენიმე პირის შესახებ, რომლებსაც, დიდი ალბათობით, კავშირი ჰქონდათ ზემოხსენებულ ბრალდებულებთან.

სხვათა შორის, რამდენიმე თვის წინ გადაცემა „სხვა რაკურსში“, რომელიც სატანისტურ რიტუალებს ეძღვნებოდა, ბექა შენგელიაც მონაწილეობდა და თავადვე ჰყვებოდა უჩვეულო ვითარებაში გაუჩინარებული ადამიანების შესახებ, მათ შორის ასახელებდა დუშეთის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ პირს. იგი გადაცემის წამყვანსა და მაყურებელს არწმუნებდა, რომ ამ ადამიანებს ორგანოების გაყიდვის მიზნით იტაცებდნენ. კრიმინალისტიკაში ჩახედულ ადამიანს, მის ამ განცხადებაში დღეს უკვე საკმაოდ ბევრი კითხვა გაუჩნდებოდა“- წერს გამოცემა.

გარკვეული ეჭვები აქვს უფლებადამცველ გია ბურჯანაძესაც, რომელიც ბექა შენგელიას პირადად იცნობდა. „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ბურჯანაძე არ გამორიცხავს, რომ გამოძიებამ სხვა მსხვერპლსაც მიაგნოს. მისი თქმით, ბექა შენგელიას მიერ გადაცემაში ნახსენები „გაუჩინარებული ადამიანები“, დიდი ალბათობით, შესაძლოა, მისივე მსხვერპლი გამხდარიყვნენ.

„უდავოა, რომ ეს ბავშვები საკმაოდ ბევრ ინფორმაციას ფლობენ და ამით აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ სამართალდამცავები. თუ დააკვირდებით, რამდენიმე თვის წინ ჩაწერილ გადაცემაში ბექა შენგელიამ წამოსწია გაუჩინარებული ადამიანების თემა და ეს ყველაფერი ორგანოებით ვაჭრობას დაუკავშირა. თითქოს არსებობს რაღაც ჯგუფი, რომელიც ადამიანებს იტაცებს და ორგანოებს ყიდის. მე ხელს ვერავის დავადებ, მაგრამ გამოძიებამ აუცილებლად უნდა გაარკვიოს, მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია რეალურია თუ საქმე გვაქვს ერთგვარი ალიბის შექმნასთან. ანუ საკმაოდ საფუძვლიანია ვერსია, რომ თავად ეს ბავშვები იტაცებდნენ ამ ადამიანებს რიტუალური მკვლელობებისთვის, ხოლო მოგვიანებით, სატელევიზიო გადაცემაში საუბარი ორგანოებით ვაჭრობაზე ერთგვარად კვალის არევისკენ იყოს მიმართული. ცხადია, ამ ინფორმაციის გადამოწმება უნდა მოხდეს. ფაქტია და ამას არც ოფიციალური უწყებები არ უარყოფენ, რომ არაერთი ადამიანი, მათ შორის ახალგაზრდები, ამ დრომდე უგზო-უკვლოდ არიან დაკარგულები და ვერც ცოცხალს მიაგნოთ ვინმემ და ვერც მკვდარს“, – ამბობს გია ბურჯანაძე.

primetimenews-ი იმასაც წერს, რომ დაახლოებით ორი წლის წინათ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, ანონიმურობის დაცვით, ბექა შენგელია მართლაც აღიარებდა გოგონების გაუპატიურებასა და სატანისტურ რიტუალებში მონაწილეობას.

„დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვემომოყვანილი ინტერვიუც ნამდვილად ბექა შენგელიას ეკუთვნის. ადამიანი, რომელიც ინტერნეტში იცნობდა გოგოებს, სასაფლაოზე აუპატიურებდა და ატარებდა სატანისტურ რიტუალებს – ასე წარადგინეს ის პირველად სატელევიზიო ეთერში“ – წერს გამოცემა და გადაცემაში გასული ინტერვიუდან ამონარიდს აქვეყნებს:

რა მოხდა თქვენს ცხოვრებაში ისეთი, რომ ამ გზას დაადექით?

– ეს ყველაფერი ჩემი პირველი შეყვარებულის გავლენით დაიწყო. ჩვენ ვიყავით ერთ აზრზე, კარგად ვუგებდით ერთმანეთს. ზოგადად, მაგიით ვიყავით დაინტერესებულნი. იმისთვის, რომ საფუძვლიანად გამოგვეკვლია ეს სფერო, შევისწავლეთ უამრავი ქვეკატეგორია.

თქვენ გაიზარდეთ ქრისტიანულ გარემოშირა იყო პირველი ბიძგი, რამაც ამისგაკეთება გაიძულათ?

– ირგვლივ ყველა მართლაც მორწმუნე იყო, ნორმალური ფსიქოლოგიის ადამიანები. ჩემთვის სწორედ ეს იყო ბიძგი. ადამიანები, რომლებიც დოგმაში არიან მოქცეულნი და ბრმად აკეთებენ სამუშაოს, რისი საფუძველიც თვითონ არ იციან. იმისთვის, რომ მიიღონ თუნდაც საკვები, იწერენ პირჯვარს.

გააზრებულად აკეთებდით ამ ყველაფერს?

– ეს იყო მიწიერი, ყოფიერი ცხოვრების მიმართ პროტესტის გამოხატვის უკიდურესი ფორმა.

ასაკში იყავით და შეცდით? გაუაზრებელი იყო?

– შემოქმედის მიმართ წაყენებული იქნა ულტიმატუმი. ანუ მე და ჩემი პირველი შეყვარებული მივედით არაფრამდე. კითხვაზე: საიდან მოვდივართ? – ბევრ რელიგიას აქვს საკუთარი წარმოდგენები, მაგრამ ამომწურავად ვერც ერთი ვერ აკმაყოფილებს ინდივიდის ინტერესებს. ამის გათვალისწინებით მივედით დასკვნამდე, რომ მატერია აღარ იყო საკმარისი, რომ ჩვენი თვალსაწიერი განგვევითარებინა.

რას განიცდიდით და რა მოგიტანათ გოგონების სასაფლაოზე გაუპატიურებამ?

– მინდა აღვნიშნო, რომ ამ გოგონებს, ზოგადად, ამ ინდივიდებს შორის არასრულწლოვანი არც ერთი არ ყოფილა. ჯერ მათ ფსიქოლოგიურ პორტრეტს ვსწავლობდი, რამდენად შეეფერებოდა ჩემს კრიტერიუმებს და ამის შემდეგ ვწყვეტდი… აუცილებელი დოგმა იყო, რომ მარიამი რქმეოდა სახელად. ეს ჯერ მე მჭირდებოდა და მერე მათ. ეს იყო ულტიმატუმის ფორმა – შემოქმედის ქმნილებებთან წამოვიწყე ომი, მის ქმნილებებს ვაყენებდი ტკივილს. მინდოდა, მიმეღო ახალი ტონი, ახალი ფერი. დღეს თითოეულ მათგანს ჩემ მიმართ აქვს დადებითი დამოკიდებულება. მათ თვალსაწიერში შევიტანე ის კომპონენტები, რაც მათ აკლდათ.

რატომ 6 მარიამი?

– იმიტომ, რომ მაქსიმალურად ყოფილიყო რელიგიურ დოგმატებთან დაკავშირებული. მინდოდა, შემექმნა ათი მცნების ანტიპოდი. ეს არის რიტუალის ფორმა.

მე-6 მარიამის გაუპატიურების შემდეგ ციხეში მოხვდით?

– ეს მოხდა ჩემი დაშვებით. თითოეულ მათგანს ვუხსნიდი ვითარებას, რის შემდეგაც ისინი არ გამცემდნენ. ისინი არ მიჩიოდნენ. ბოლო მსხვერპლს ეს არ გავაცანი, აქტის შემდეგ მას აღარ გავესაუბრე და დაახლოებით ვიცოდი, რასაც გააკეთებდა. მან მიიღო მართლაც ზომები. ეს გავიგე საჯარო ბიბლიოთეკაში. ველოდებოდი, რომ მოვიდოდნენ და დამაკავებდნენ. ასეც მოხდა. ყველა მათგანთან კავშირს ჰქონდა რიტუალის ფორმა.

ფსიქიატრთან როგორ მოხვდი?

– გამომძიებელმა ჩათვალა საჭიროდ, რომ ფსიქიატრი მჭირდებოდა. ციხეში ცალკე საკანში ვიყავი. 4 წელი მომისაჯეს. წასვლის წინ რამდენიმე მეგობარს დავემშვიდობე 10 წლით. თუმცა შეურაცხადად მცნეს და 10-ის ნაცვლად 4 წელი მომისაჯეს. შემოდიოდნენ და ყოველდღე სასტიკად მისწორდებოდნენ. ეს მინდოდა კიდეც.

შეგახსენებთ, თბილისში საზარელი მკვლელობა 19 ოქტომბერს მოხდა. დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 3 პირსა და აღნიშნული დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ 1 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ნოემბერს შეეფარდათ. გამოძიების ინფორმაციით, სამმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, ბრალდებულ ირმა ყ.-ს დედა – 1940 წელს დაბადებული ლუბა ყ. ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ – გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. ბრალდებულებმა გარდაცვლილი ლუბა ყოჩიაშვილის ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შენგელიას ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს.

LEAVE A REPLY