“ჩემი სიჩუმე არ ნიშნავს, რომ რამე დამავიწყდა…” – ლევან ჯიბღაშვილი

0
270

 

მსახიობისა და ბიზნესმენის ლევან ჯიბღაშვილის პირადი ცხოვრება დიდი ხანია, გარჩევის საგანია. მას შემდეგ, რაც პირველი მილიონი იშოვა, ლევანი კიდევ უფრო მეტი გოგონასთვის გახდა სასურველი მამაკაცი.

მსახიობს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ურთიერთობა ჰქონდა მომღერალ სალომე წვერაიძესთან. მათი ინტერვიუებიდან შთაბეჭდილება დაგრჩებოდათ, რომ ისინი დაქორწინებას აპირებდნენ და ასეც იყო დაგეგმილი, თუმცა მოულოდნელად წყვილი ერთმანეთს დაშორდა.მცირე ხნის შემდეგ კი გაირკვა, რომ ლევანი 18 წლის ბათუმელ ნინიკო ნაცარაშვილს გაუმიჯნურდა. წყვილი ბათუმში დიდ დროს ატარებდა, რომ საყვარელი გოგონას გვერდით ყოფილიყო, თუმცა რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ წყვილმა ურთიერთობა დაასრულა.
ამბობენ, რომ ეს ლევანის მიზეზითა და სურვილით არ მომხდარა. ჭორები დადის, რომ მსახიობმა საყვარელ ქალს სხვა მამაკაცისგან გამოგზავნილი მესიჯები უნახა და მასთან დიდი კონფლიქტის შემდეგ ყველანაირი კონტაქტი გაწყვიტა. დაუდასტურებელი ხმებით, ნინიკო ნაცარაშვილის ახალი რჩეული თურქი მამაკაცია და მასზე გათხოვებას აპირებს.
ლევანმა ახლახან „ინსტაგრამზე“ შემდეგი ფრაზა გააზიარა: „ჩემი სიჩუმე არ ნიშნავს, რომ რამე დამავიწყდა…“ როგორც ჩანს, მსახიობი ამ დაშორებას ძალიან განიცდის…

 

LEAVE A REPLY