შსს-მ თბილისში 10 თვის ჩვილის ცემისთვის ძიძა დააკავა – ფაქტი ბინაში დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირა

0
828
შსს-მ თბილისში 10 თვის ჩვილის ცემისთვის ძიძა დააკავა – ფაქტი ბინაში დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა 1956 წელს დაბადებული ე.ს. არასრულწლოვნის ცემის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, რომელიც თბილისში, ერთ-ერთ ოჯახში, თვენახევრის განმავლობაში ძიძად მუშაობდა, 10 თვის ჩვილ გოგონას სცემა, რაც ბინაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირა.

“დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის მე-2 ნაწილით)”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

LEAVE A REPLY