ყურადღება დუტა დახმარებას ითხოვს , ექიმებმა მას ძალიან ცუდი დიაგნოზი დაუსვეს , როგორც წინასწარ არის ცნობილი ყველაზე რთული….

0
1198

ყურადღება დუტა დახმარებას ითხოვს , ექიმებმა მას ძალიან ცუდი დიაგნოზი დაუსვეს , როგორც წინასწარ არის ცნობილი ყველაზე რთული….

ყურადღება დუტა დახმარებას ითხოვს , ექიმებმა მას ძალიან ცუდი დიაგნოზი დაუსვეს , როგორც წინასწარ არის ცნობილი ყველაზე რთული....

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ექსკლუზიური ინფორმაციით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ თელავის ვაჟა – ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველი დუტა სხირტლაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.

მინისტრის ბრძანება 14 მაისით არის დათარიღებული. ბრძანებაში თეატრის მმართველის თანამდებობიდან დემეტრე სხირტლაძის გათავისუფლების საფუძვლად მისი პირადი განცხადებაა მითითებული.

შეგახსენებთ, რომ მეხუთე თვეა თელავის სახელმწიფო თეატრი პარალიზებულია. თეატრს არ მიეწოდება წყალი, ბუნებრივი აირი, გათიშულია ტელეფონი და ინტერნეტი. „თეატრი ჩაბანძებული და ჩამპალია. მოკლა თეატრი, წიხლით გადაუარა ზედ. თეატრი აღარ არსებობს“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის თეატრის მსახიობმა ელდარ თავდიდიშვილმა.

თელავის თეატრის დასის წევრებსა და დუტა სხირტლაძეს შორის დაპირისპირება ერთი წლის წინ დაიწყო. მსახიობების თქმით, 2011 წლის 22 მარტს, თეატრის დასის შეკრებაზე, თეატრის მმართველის დუტა სხირტლაძის გინების შემდეგ, მსახიობი ავთანდილ გულიაშვილი, რომელიც ავად იყო, დარბაზში გარდაიცვალა, თეატრის რეჟისორი გოგი ჩაკვეტაძე და მსახიობი ვანო იანტბელიძე კი ავად გახდნენ. ჩაკვეტაძეს სამედიცინო დახმარება თელავის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში აღმოუჩინეს. დუტა სხირტლაძე მასთან დაპირისპირების გამო თეატრის მთავარ რეჟისორს გოგი ჩაკვეტაძეს გათავისუფლებითაც დაემუქრა, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრა და ჩაკვეტაძის გათავისუფლების შესახებ გაკეთებული განცხადება ემოციურობით ახსნა.

მსახიობებმა თეატრის მმართველი დუტა სხირტლაძე ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაშიც არაერთხელ დაადანაშაულეს და მის გათავისუფლებას ითხოვდნენ. ათზე მეტმა თანამშრომელმა კი დუტა სხირტლაძის წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოს მიმართა. მოსარჩელეები თეატრის მმართველისთვის ხელფასის გადახდის დაკისრებას ითხოვდნენ. სასამართლომ რამდენიმე სარჩელი დააკმაყოფილა.

5 აპრილს, თელავში ვიზიტით მყოფმა კულტურის მინისტრმა განაცხადა, რომ ერთ თვეში თელავის თეატრში ყველაფერი მოგვარდებოდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ვებგვერდზე www.ick.ge გამოკითხვა ჩაატარა. დასმული იყო ერთი შეკითხვა, უნდა დატოვოს თუ არა დუტა სხირტლაძემ თელავის თეატრის მმართველის თანამდებობა. რესპონდენტთა 76,2%-ს მიაჩნია, რომ დუტა სხირტლაძემ თანამდებობა უნდა დატოვოს. გამოკითხვაში მონაწილეობა 685-მა ადამიანმა მიიღო. 13%-ს მიაჩნია, რომ დუტა სხირტლაძემ თელავის თეატრის მმართველის თანამდებობა არ უნდა დატოვოს. გამოკითხულთა 10.8%- მა აღნიშნა, რომ კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.

LEAVE A REPLY