,,ყველაფრის თავი კახა კალაძის ცოლისძმაა“ – ოქრუაშვილის პირველი კომენტარი

0
1081

,,ყველაფრის თავი კახა კალაძის ცოლისძმაა“ – ოქრუაშვილის პირველი კომენტარი

თავდასხმის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა ირაკლი ოქრუაშვილმა. მისი თქმით, აღნიშნულ პროცესს ორგანიზებას კალაძის ცოლისძმა უკეთებდა. ოქრუაშვილის ინფორმაციით, დამნაშავე ცხინვალის ტერიტორიაზე აპირებს მიმალვას.

,,ძველი ბიჭები გააქტიურდნენ საარჩევნო პროცესში, ამის თავი და თავის გახლავთ კახა კალაძის ცოლის ძმა, ის უკეთებდა ორგანიზებას კრიმინალურ ავტორიტეტებს, რომლებიც ჩართული იყვენენ საარჩევნო პროცესებში. არ ვაპირებ რომ დაველოდო პოლიციის რეაგირებას, მე მაქვს ინფორმაცია,რ ომ ეს ადამიანი აპირებს ცხინვალის ტერიტორიაზე გადასხვლას მოუწოდებ პოლიციას, კალაძის ქმედება არის გამომწვევი მიზეზი დაუსჯელობსი სინდრომის“ -განაცხადა ოქრუაშვილმა.

ოქრუაშვილის თქმით, მათ მთელიდ დღის განმავლობაში დაჰყვებოდა ქართული ოცნების კოორდინატორი ედუარდ ნუცუბიძე. ,,სადგურის დასახლებაში მოვიდნენ და მოიყვანეს ეს ინდუაშვილი, რომელიც არაერთხელა რის ნასამართლევი, მათ სიტყვიერი შეუარცხყოფა მიაყენეს ჩვენს აქტივისებს და დაიწყო ჩხუბი. ინდუაშვილმა ამოიღო იარაღი და ისროლა მიზანმიმართულად როგორც ჩემი ასევე ჩემი დაცვის წევრების მისამართით“ – განაცხადა ოქრუაშვილმა.

ცოტა ხნის წინ გორში სადგურის დასახლებაში ირაკლი ოქრუაშილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა ოქრუაშვილი გორში სადგურის დასახლებაში ამომრჩევლეთან შევხედრას ამრთავდა.

შს სამინისტროში განმარტავენ, რომ თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია და მას უკვე ეძებს პოლიცია. უწყების ცნობით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2 მულით, ერთი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა ტარებას ითვალისწინებს, მეორე კი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას.

LEAVE A REPLY