„ყველამ გაიგოს!“ – ნახეთ, რა მიმართვას ავრცელებს ქეთა თოფურია ქამართან გაშორების შესახებ…

0
265

 

რუსული მედია უკვე აქტიურად წერს ახალი ინფორმაციის შესახებ – ქეთა თოფურია ქმარს გაშორდა. როგორც ჩანს, გავრცელებულმა ხმებმა, რეპერ გუფთან რომანის შესახებ, საბოლოოდ დაუსვა წერტილი წყვილის 4-წლიან ურთიერთობას. ქეთას და ლევ გეიხმანს პატარა ქალიშვილი ოლივია ჰყავთ.

როგორც გამოცემა დნი.რუ წერს, A’შტუდიო-ს სოლისტის ახლო გარემოცვის ინფორმაციით, წყვილის ურთიერთობა ღალატის სკანდალამდეც აირია. ამის მიზეზი კი ლევ გეიხმანის მუდმივი მივლინებები გახდა საზღვარგარეთ. ბიზნესმენი წლის განმავლობაში დიდ დროს ატარებდა ამერიკაში, ქეთა თოფურია კი დატვირთული რეჟიმის და პატარა ქალიშვილის გამო რუსეთიდან წასვლას ვერ ახერხებდა.

ცოტა ხნის წინ, ქეთა თოფურიას პატარა ქალიშვილის, ოლივიას ფან-გვერდზე ახალი ფოტოები გამოქვეყნდა, რომელზეც ოლივია, ქეთა და ლევი ერთად იყვნენ ასახულნი. როგორც გაირკვა გეიხმანი ამერიკიდან დროებით იყო დაბრუნებული.

იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 30 წლის ქეთა თოფურიას უკვე 1 წელია 37 წლის რეპერ გუფთან აქვს რომანი. ჭორები ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა ლევ გეიხმანთან ქორწინებაში მყოფ ქეთა თოფურიას ირგვლივ სკანდალი კარგა ხანს გაგრძელდა.

ჭორის გავრცელებიდან მალევე, გადაცემაში “Ты не поверишь!” ქეთას დედამ, ნატალია თოფურიამ განაცხადა, რომ მისი ქალიშვილი ქმარს პრაქტიკულად ვერ ნახულობს, რადგან გეიხმანი აშშ-ში ცხოვრობს და მუშაობს.

LEAVE A REPLY