ყველაზე ახალგაზრდა ”კანონიერი ქურდის”, ”რეზიკო ჯვარსკის” პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები

0
863

ყველაზე ახალგაზრდა ”კანონიერი ქურდის”, ”რეზიკო ჯვარსკის” პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები

 

ბოლო დროს 22 წლის ქართველი კრიმინალის, რევაზ უბილავას შესახებ უცხოურ მედიაში ხშირად წერენ. ვებგვერდი “პრაიმ კრაიმი”, რომელიც კრიმინალური სამყაროს თემაზე შექმნილი ყველაზე პოპულარული პორტალია, რამდენიმე დღის წინ იტყობინებოდა, რომ რევაზ უბილავა ბელორუსის საზღვარზე მესაზღვრეებმა დააკავეს.

რევაზ უბილავა 1993 წლის 10 აპრილს დაიბადა. ახალგაზრდა ქართველ კრიმინალს კრიმინალურ სამყაროში “რეზიკო ჯვარსკის” სახელით მოიხსენიებენ. მისი “კანონიერ ქურდად” “კურთხევა” 2012 წელს მოხდა, მაშინ უბილავა მხოლოდ 19 წლის იყო.

გასულ წელს “რეზიკო ჯვარსკი” დიდ უსიამოვნებაში გაეხვა. “პრაიმ კრაიმის” ცნობით, ის ოქტომბრის შუა რიცხვებში მოსკოვში ოთხმა პირმა სასტიკად სცემა, რა დროსაც მას იარაღიდან ნასროლი ტყვიით ყური დაუზიანდა. მაშინ რუსული მედია იუწყებოდა, რომ რევაზ უბილავას ქართველი კრიმინალები გაუსწორდნენ. კრიმინალურ კონფლიქტში ფიგურირებდა ჯანგველაძისა და მზარელუას გვარი, რომელთაც ასევე კარგად იცნობენ კრიმინალურ სამყაროში.

22 წლის ქართველი კრიმინალი დღემდე თავისუფალია. “პრაიმ კრაიმი” მისი პირადი ცხოვრების ამსახველ ფოტომასალასაც აქვეყნებს.

LEAVE A REPLY