ქალი, რომელმაც გარდაცვლილი მეუღლისგან შვილი გააჩინა, ბავშვთან ერთად ტრაგიკულად დაიღუპა.

0
795

ქალი, რომელმაც გარდაცვლილი მეუღლისგან შვილი გააჩინა, ბავშვთან ერთად ტრაგიკულად დაიღუპა.

ქალი, რომელმაც გარდაცვლილი მეუღლისგან შვილი გააჩინა, ბავშვთან ერთად ტრაგიკულად დაიღუპა.(+ვიდეო)

ამ ტრაგედიამ საქართველო შეძრა!
ფოთელმა ქალბატონმა, შვილი გარდაცვლილი მეუღლისგან გააჩინა! “დღის შოუში” მედეა რურუა, თავის პატარა გოგონასთან, 8 თვის ნინო გოგოტაშვილთან ერთად იმყოფებოდა. მან თავისი ცხოვრების ისტორია მოყვა:
მედეა რურუა 2007 წელს ასაკით მასზე უფროს მამაკაცზე დაქორწინდა. ომის პერიოდში, 2008 წელს მშობიარობა უწევდა და ექიმის შეცდომით, სრულიად ჯანმრთელი ბავშვი მშობიარობამდე მუცელში დაიღუპა, დაუზიანეს საშვილოსნო და მეუღლეებმა ბუნებრივი გზით განაყოფიერების გზაც დაკარგეს. ამის შემდეგ, მათ ხელოვნური გზით განაყოფიერებას მიმართეს. პირველივე შედეგი წარმატებით განხორციელდა, მოხდა ტყუპი ნაყოფის ჩასახვა და კონსულტაციაზე მისულებს უბედურება დაატყდათ თავს, მედეას მეუღლე გულის შეტევით გარდაიცვალა, რის შედეგადაც ნერვიულობაზე მას მუცელი მოეშალა. იმდენად დიდი იყო სურვილი შვილი ყოლის, რომ მედიამ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მიმართა კვლავ ხელოვნურ განაყოფიერებას. მას ჰქონდა იმის შანსი, რომ გარდაცვლილი მეუღლისგან გაეჩინა შვილი და ქართველი ექიმების დახმარებით მან ეს შეძლო და გაუჩნდა პატარა გოგონა, ნინო. ეს გადაცემა სამშაბათს პირდაპირ ეთერში გადიოდა.
ფოთელი ქალბატონის ისტორიამ გულგრილი არავინ დატოვა…
მაგრამ მას შემდეგ რაც მოხდა, ეს უკვე საშინელება იყო…
“დღის შოუს” “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულმა ინფორმაციამ მთელი საქართველო შესძრა. დედა-შვილი ტრაგიკულად დაიღუპა.

“დღის შოუს” საგანგებო განცხადება!
სამშაბათს, “დღის შოუს” ეთერში, მაყურებელმა გაიცნო ქალბატონი მედეა რურუა და პატარა ნინო გოგატიშვილი, რომელთა ემოციური ისტორიაც თითოეულმა ჩვენგანმა გულთან ახლოს მიიტანა.
ამ საღამოს შევიტყვეთ, რომ სამწუხაროდ, მოხდა საშინელი ტრაგედია და ავტოავარიის შედეგად ორივე გარდაიცვალა.
მათთან ერთად, ასევე, დაიღუპა ოჯახის ახლობელი ქალბატონი და ავტომობილის მძღოლი.
“დღის შოუს” ჯგუფი უთანაგრძნობს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და იზიარებს მათ მწუხარებას.
მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის გამო ოთხშაბათს ჩვენი გადაცემა ეთერში არ იქნება!”

ქალი, რომელმაც გარდაცვლილი მეუღლისგან შვილი გააჩინა, ბავშვთან ერთად ტრაგიკულად დაიღუპა.(+ვიდეო)

LEAVE A REPLY