ქალიშვილის ავადმყოფობით შეძრწუნებულმა მამამ შვილს წინასწარ საფლავი მოუმზადა – „შეეგუოს, რათა სიკვდილის არ შეეშინდეს“

0
319

 

ჩინეთის ერთ-ერთ რეგიონში, სასოწარკვეთილმა მამამ, მძიმე სენით დაავადებულ მცირეწლოვან ქალიშვილს წინასწარ საფლავი მოუმზადა, „რათა შეეგუოს და მას სიკვდილის არ შეეშინდეს“, ამის შესახებ „დეილიმეილი“ წერს.

სიშუანის პროვინციის მკვიდრი, ფერმერი ჰანგ ლიონგი მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსასწორებლად არაფერს იშურებს. გოგონა სისხლის მძიმე ანომალიით დაიბადა.

მამა აცხადებს, რომ მას ორი წლის ქალიშვილი წინასწარ მომზადებულ საფლავთან მიჰყავს, სადაც ისინი ერთად თამაშობენ.

ერთ-ერთი გამომცემლობის მიერ შექმნილი სიუჟეტი, საკმაოდ მძიმე ინფორმაციას და კადრებს გვაწვდის. სიუჟეტში ცანს, თუ როგორ არიან საფლავში წამოწოლილნი მამა და მისი მცირეწლოვანი ქალიშვილი. გოგონას მძიმე დიაგნოზი ორი თვის ასაკში დაუსვეს. ოჯახს ამ ეტალზე არარავიტარი სახსარი არ გააჩნია, რათა განაგრძოს შვილის მკურნალობა.

ქალიშვილის ავადმყოფობით შეძრწუნებულმა მამამ შვილს წინასწარ საფლავი მოუმზადა - „შეეგუოს, რათა სიკვდილის არ შეეშინდეს“

„ჩვენ ბევრი ფული ვისესხეთ, მაგრამ ახლა უკვე აღარავითარი გზა აღარ გვრჩება“, – ამბობს გოგონას მამა.

წყვილმა მეორე შვილის გაჩენა გადაწყვიტა, რათა იგი გოგონას დონორი ყოფილიყო, თუმცა დაორსულების შემდეგ გაიგეს, რომ მსგავის მეთოდით მათი ქალიშვილის მკურნალობა შეუძლებელი იყო.

„ჩვენ კუთხეში ვართ მიმწყვდეული. არავითარი გზა აღარ არსებობს“, – ამბობს გოგონას დედა.

მშობლებმა გადაწყვიტეს მკურნალობაზე უარი თქვან და შვილი „სიკვდილისთვის მოამზადონ“ – წერს „დეილიმეილი“.

ქალიშვილის ავადმყოფობით შეძრწუნებულმა მამამ შვილს წინასწარ საფლავი მოუმზადა - „შეეგუოს, რათა სიკვდილის არ შეეშინდეს“მე მხოლოდ ამ იდეას ვებღაუჭები – მოვიყვანო ამ ადგილზე და ვათამაშო. ეს არის ადგილი, სადაც იგი სამუდამოდ დაიმკვიდრებს ადგილს. ერთადერთი რაც შემიძლია, მას აქ ყოველდღიურად ვესტუმრო და მარტო არ დავტოვო“, – ამბობს მამა.

მშობლები იმედოვნებენ, რომ მათ შვილს არ შეეშინდება უკანასკნელ წუთებში, როდესაც მომენტი დადგება

LEAVE A REPLY