ტრაგედია ფეხბურთის სამყაროში- ბრაზილიაში გლოვა გამოცხადდა

0
746

ტრაგედია ფეხბურთის სამყაროში- ბრაზილიაში გლოვა გამოცხადდა

ავიაკატასტროფაში მოხვედრილ კლუბს შესაძლოა საოცნებო ტიტული გადაეცეს.
კოლუმბიის ჩრდილო-დასავლეთით ავიაკატასტროფაში ბრაზილიელი მგზავრების დაღუპვის გამო ბრაზილიის ხელისუფლებამ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.თვითმფრინავში , რომელიც სან პაულოდან მედელინში ჩარტერულ რეისს ასრულებდა, 81 მგზავრი, მათ შორის ბრაზილიის საფეხბურთო კლუბის „შაპეკოენსეს“ ფეხბურთელები იმყოფებოდნენ, ისინი მედელინში სამხრეთ ამერიკის თასის ფინალში, ადგილობრივ კლუბ „ატლეტიკო ნასიონალთან“ შესახვედრად მიფრინავდნენ.

ავიაკატასტროფიდან ცოტა ხანში ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავიაკატასტროფას 6 მგზავრი გადაურჩა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა რომ გადარჩენილთაგან ერთ-ერთი, საფეხბურთო გუნდის მეკარე მარკოს დანილო პადილია საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გადარჩენილთა შორისაა მეორე მეკარეც ჯეკსონ ფოლმანი, რომელსაც ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. ადგილობრივი მედია ასევე იტყობინება კიდევ ერთი გადარჩენილი ფეხბურთელის შესახებაც, მცველი ალან რუშელი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია, მათი ინფორმაციით მას ხერხემალზე იმდენად მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული, რომ შესაძლოა პარალიზებული დარჩეს.

კოლუმბიური საფეხბურთო კლუბი „ატლეტიკო ნაციონალი“ ითხოვს, რომ გამარჯვებულის ტიტული სწორედ „შაპეკოენსეს“ მიენიჭოს. ტურნირის ორგანიზატორებს ჯერჯერობით არ მიუღია გადაწყვეტილება, ვისთან ითამაშებს „ატლეტიკო“ ფინალს და შედგება თუ არა საერთოდ საფინალო მატჩი.

LEAVE A REPLY