ტოპ 5 ყველაზე სკანდალური ქართული წყვილი – “ერთი ცნობილი საინტერესოა, ორი ცნობილი – ნამდვილი სკანდალი”

0
882
ტოპ 5 ყველაზე სკანდალური ქართული წყვილი – “ერთი ცნობილი საინტერესოა, ორი ცნობილი – ნამდვილი სკანდალი”
ტოპ 5 ყველაზე სკანდალური ქართული წყვილი - „ერთი ცნობილი საინტერესოა, ორი ცნობილი - ნამდვილი სკანდალი“
სელებრითების ცხოვრება ფილმივითაა, მათთვის არ არსებობს საიდუმლოებები და დაბურული მინები. ყველა ინტერესდება ცნობილი ადამიანებით და განსაკუთრებით – წყვილებით. ბუნებრივია, ერთი ცნობილი საინტერესოა, ორი ცნობილი – ნამდვილი სკანდალი.
სტატიაში განვიხილეთ ტოპ 5 ყველაზე სკანდალური წყვილი, ქართველ ცნობილ წყვილებს შორის.

ია ფარულავა ცნობილია პოზიტიური და პირდაპირი ხასიათით, ისევე როგორც ბილწსიტყვაობით. მსახიობი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია, საზოგადოების ერთი ნაწილი მუდმივად აკრიტიკებს და კიცხავს, მეორე ნაწილი კი ყოველთვის მის ქება-დიდებაშია, იშვიათად თუ წავაწყდებით ადამიანებს, რომლებიც მსახიობით საერთოდ არ ინტერესდება. განსაკუთრებით სკანდალურია იასა და მისი ყოფილი მეუღლის, ტარიელის რომანი.

Rating

ია ფარულავას ტარიელ სუარმა ხელი “ნიჭიერის” სცენაზე სთხოვა. ისინი ახალი შეუღლებულები იყვნენ, როცა იამ პარტნიორის “მამაკაცურ სიმდიდრეს” საჯაროდ გაუსვა ხაზი, ყოველ დილით კარავში ვიღვიძებო. არც ისე დიდი ხნის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია წყვილის დაშორების შესახებ, რასაც, ასევე დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.

თინა მახარაძისა და დიმუ მენაბდის
თამამი ფოტოები დიდ აღშფოთებას იწვევს ხალხში.

Ratingწყვილის ინტიმური სურათები დიდი განხილვისა და მითქმა-მოთქმის ობიექტია. თინა და დიმუ ერთმანეთს სოციალურ ქსელში საჯაროდ ესიყვარულებიან, ასევე დიდ ყურადღებას იქცევენ ფეისბუქზე კომენტარებში ბილწსიტყვაობით. “შენზე ვყ*ევდები ჩემო განსაკუთრებულო” წერს დიმუ.

არანაკლებ სკანდალურია გუკა რჩეულიშვილისა და ლელა კილაძისურთიერთობა. ამბობდნენ, რომ ლელა თბილისის მერს, გუკას გამო დაშორდა, ჭორი ოფიციალურად უარყო ორივე მხარემ. ინფორმაციის სიცრუეს დამაჯერებლობა შემატა ლელას ცრემლებმა მეუღლის დაჭერის დროს. მაგრამ, ის იყო თითქმის ყველა დარწმუნდა, რომ ეს უბრალოდ ჭორი იყო, რომ ციხეში მყოფმა გიგი უგულავამ ფეისბუქზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც მეუღლესთან დაშორებაზე საუბრობდა.

Rating

ამ ამბიდან ძალიან მალე ცნობილი გახდა, რომ ლელამ და გუკამ ხელი მოაწერეს.

ერეკლე კოდუას შეყვარებული კატიკა დიდა უკრაინელი წარმოშობის გოგონაა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ევროპაში ცხოვრობს. კატიკა გახდა ნანუკასა და ერეკლეს ოჯახის დანგრევის მიზეზი. “მივხვდით, რომ ერთმანეთის

თანამებრძოლებად და მეგობრებად ჩამოვყალიბდით. ორივემ აღმოვაჩინეთ, რომ ერთმანეთისთვის ძმაკაცები ვართ. ” – თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა ერთ-ერთ ინტერვიუში, ერეკლესთან დაშორების შემდეგ.
Rating
კატიკა დიდა ერეკლეზე 19 წლით უმცროსია, რამაც საზოგადოების ერთი ნაწილის უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

ნუკა კვალიაშვილისა და ნიკა კობახიძის წყვილი ხშირად იყო ყურადღების ცენტრში, მაგრამ ისინი, ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალური გახდნენ ნუკას სტატუსების დამსახურებით. “ოფიციალურად ვაცხადებ ჩემს სტატუსს რომ:Divorced… რატო თქვენი საქმე არ არის… რაც ხდება ტყუილად არ ხდება… ბოლო ბოლო 10 წლის სტაჟი მაქვს ამ თემაში.. ყველას წარმატებას ვუსურვებ ცხოვრებაში, თქვენ ქე მაიც იცით რა გულიანი ადამიანი და პიროვნება ვარ”, დაწერა “ფეისბუქზე” ნუკა კვალიაშვილმა. ამ სკანდალურმა განცხადებამ ხალხის დიდი ინტერესი გამოიწვია, თუმცა ბევრი კამათისა და მსჯელობის შედეგად დაშორების მიზეზის დადგენა ძალიან გაუჭირდათ.
Rating

ნუკას მომდევნო სტატუსი სწორედ ოჯახის დანგრევის მიზეზს ეხებოდა: “რა დონის უთავმოყვარეო უნდა იყო გოგო რომ ვირთხასავით დაეტაკო იმ ნადავლს, რაც პირველივე შეგხვდება… ოჰ, როგორ ვღადაობ ეს დღეებია, როგორ ვღადაობ და რამდენ გაპაზორებულ გოგოს ვხედავ… სულ ტყუილად! მინდა გითხრათ… და კაცებო, მიაქციეთ ამ საცოდავებს ყურადღება, თორე ისეთი ჩასაფრებულები ყოფილან, თვითონ მაგ სიტყვასაც უკვირს მაგათი… იდეა შესრულებულია ხუთიანზე და საცოდაობის სტატისტიკაც ამოხსნილია…”

მაგრამ საბოლოოდ გაირკვა, რომ ნუკა და ნიკა კვლავ ერთად არიან, ეს სტატუსები კი უბრალოდ, ერთგვარი გამოცდა იყო. ვისი გამოცდა სურდა მომღერალს და რა მიზეზითა თუ მიზნით, უცნობია.

LEAVE A REPLY