ტერორისტები, რომლებმაც სტამბოლში ტერაქტი მოაწყვეს, “ტვიტერზე” განცხადებას ავრცელებენ

0
662

ტერორისტები, რომლებმაც სტამბოლში ტერაქტი მოაწყვეს, “ტვიტერზე” განცხადებას ავრცელებენ

სტამბოლში მომხდარი ტერაქტის საქმეზე გამოძიებას 12 ადამიანი ჰყავს დაკავებული. ბეშიქთაშის სტადიონთან ასობით ადამიანი შეიკრიბა. მოსახლეობამ ტერაქტის შედეგად გარდაცვლილ პოლიციელებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს პატივი მიაგო. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას უსაფრთხოების ზომების გაძლიერებისკენ მოუწოდეს. ორი ძლიერი აფეთქება ბეშიკთაშის სტადიონთან ფეხბურთის მატჩის დასრულებიდან 2 საათის შემდეგ მოხდა. პოლიციის ავტობუსის მახლობლად ჯერ დისტანციურად მართვადი მოძრავი ავტომობილი აფეთქდა, დაახლოებით ერთ წუთში კი, ადგილზე თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი. იმ დროს ტერიტორიაზე გულშემატკივრები აღარ იმყოფებოდნენ. მოედანთან მხოლოდ სამართალდამცველები რჩებოდნენ, რომლებიც მატჩის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ. ორი ძლიერი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა შორის 30 პოლიციელია. აფეთქებების შედეგად 166 ადამიანი დაშავდა. ქალაქ სტამბოლში განხორციელებული ორმაგი აფეთქების გამო ხელისუფლებამ ქვეყანაში ერთდღიანი გლოვა გამოაცხადა.

LEAVE A REPLY