სცადა თუ არა 19 წლის მამიდაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა თვითმკვლელობა – ადვოკატის კომენტარი

0
153

19 წლის ანა ხელაძის მკვლელობაში ბრალდებულს თვითმკვლელობა არ უცდია. ამის შესახებ “ნიუპოსტს” 22 წლის როლანდ ახალაიას ინტერესების დამცველმა ოლგა გეჯაძემ იმ ინფორმაციის საპასუხოდ განუცხადა, რომლის მიუხედვითაც ბრალდებულმა გლდანის მე-8 დაწესებულებაში სუიციდის ჩადენა სცადა.

”ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ახალაიას გუშინ შევხვდი,ვისაუბრეთ ყველაფერზე. მსგასვს ფაქტს ადგილი რომ ჰქონოდა, ციხის ადმინისტრაცია აუცილებლად შემატყობინებდა”- აღნიშნა ადვოკატმა.

უფლებადამცველი საქმის დეტალებზე კვლავინდებურად არ საუბრობს. მისი თქმით, როლანდ ახალაიას არ სურს ამ საკითხებზე ღიად საუბარი.

გამოძების ინფორმაციით, 22 წლის ბრალდებულმა, ახლო ნათესავს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ყელის არეში და ადგილიდან მიიმალა.

გოგონას ყელის არსეში 8 ჭრილობა აღნიშნებოდა. ბრალდებული საზარელი მკვლელობიდან მეორე დღეს, ფოთში აიყვანეს.

19 წლის გოგონას ოჯახი ექსპერტიზის პასუხის მოლოდინშია. ისინი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ.

LEAVE A REPLY