სტიქია დასავლეთ საქართველოში – მეწყერსაშიშროება და დატბორილი სახლები

0
575

სტიქია დასავლეთ საქართველოში – მეწყერსაშიშროება და დატბორილი სახლები

12 დეკემბრეს დასავლეთ საქართველოში მოსულმა ძლიერმა ნალექმა იმერეთისა და სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა.

ძლიერმა წვიმამ განსაკუთრებით დააზარალა იმერეთის რეგიონი. სტიქიამ პრობლემები შეუქმნა იმერეთის რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის სოფლებს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში წვიმისა და წყალდიდობის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლის ეზოები დაიტბორა. ძლიერმა წვიმამ საფრთხე შეუქმნა სამტრედიასაც. გადაუღებელი ნალექის შედეგად ქალაქის ცენტალურ ნაწილსა და რამდენიმე სოფელში დაიტბორა მოსახლეობის ეზოები. მსგავსი ვითარებაა თერჯოლის და ჭიათურის მუნიციპალიტეტებშიც.

სტიქიამ პრობლემები შეუქმნა ვანისა დ ბაღდათის მუნიციპალიტეტებსაც, სადაც ხანგრძლივი, გადაუღებელი წვიმის შედეგად რამდენიმე სოფელში მეწყერსაშიში მდგომარეობა განვითარდა.

ტყიბულში, საჩხერესა და ხარაგაულში მოსახლეობას პრობლემები თოვლმა შეუქმნა, რის გამოც დაიკეტა ტყიბულიდან სოფელ მუხურას მიმართულებით მიმავალი საავტომობილო გზა, ხოლო ელექტრო ენერგია და ბუნებრივი აირი მიეწოდებათ შეფერხებებით. ამჟამად აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში უნალექო ამინდია და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

სამეგრელოში, ხობის მუნიციპალიტეტში, ადიდებული მდინარე რიონი კალაპოტიდან გადმოვიდა და დატბორა მიმდებარე ტერიტორია. სოფელ პატარა ფოთში კი ადიდებული მდინარემ 5 საცხოვრებელი სახლის ეზო დაიტბორა. ამჟამად წლის დონემ მდინარე რიონზე იკლო.

ყველა დაზარალებულ სოფელსა და მუნიციპალიტეტში მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა და მიმდინარეობს უწყვეტი მუშაობა პრობლემების აღმოსაფხვრელად.

LEAVE A REPLY