სკანდალური ცეკვის შემდეგ, ნატა გულიაშვილი სულისშემძვრელ განცხადებას ავრცელებს

0
915

სკანდალური ცეკვის შემდეგ, ნატა გულიაშვილი სულისშემძვრელ განცხადებას ავრცელებს

პროექტ “შენ შეგიძლია ცეკვაში” მსახიობ ნატა გულიაშვილის გამოსვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
საზოგადოების დიდმა ნაწილმა ნატა გააკრიტიკა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ის პირველ კომენტარს აკეთებს და “ფეისბუქში” შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
“ჩემო მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა რომ ყოველდგიურად ესე გვერდზე მიდგახართ ამ ჩემთვის სულიერად ძალიან მძიმე მომენტში.
იცოდეთ რომ თქვენს აზრს და გამხნევებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის.
უღრმესი მადლობა რომ ესე მამხნევებთ და გვერდზე მიდგახართ.
ყველანი უზომოთ მიყვარხარ და, თქვენს გამო და, ჩემი ოჯახის გამო ვეცდები, რომ დეპრესიაში არ ჩავარდე და, ვიყო ისეთივე მხიარული და პოზიტიური (როგორც ყოველთვის თქვენ მეუბნებით) ყველანი უზომოთ მიყვარხართ და, მეამაყება, რომ ესეთი კარგი მეგობრები მყევხართ.
(ყველას ვერ მოგნიშნავთ, იმიტომ რომ საბედნიეროთ ესეთები ძალიან ბევრი მყევხართ) დიდი მადლობა რომ არსებობთ ჩემს ცხოვრებაში და იცოდეთ, რომ ძალიან მაგრად მიყვარხართთთ”, წერს ნატა გულიაშვილი.
კომენტარებში ნატას უამრავი ადამიანი ამხნევებს, მათ შორისაა მომღერალი პანჩო:
“მთავარია რომ ის რაც აჩვენე შენია და შენ მოგწონს, დანარჩენი დაიკიდე ყველაფერი”
ნატა: “პანჩო, საერთოდ სულ ყველაფერი სხვანაირად იყო და სხვანაირად გამოაჩინეს, თვითონ შემომთავაზეს იმედის თანამშრომლებმა მონაწილეობის მიღება, თან ჯერ დათანხმებული არ ვიყავი რომ სახლში მოვიდნენ გადასაღებად და ჩემთან კარაოკეში. ყველაფერი გააკეთეს რომ დავთანხმებულიყავი და მონაწილეობა მიმეღო, არ მინდოდა რომ შემომთავაზეს, ვორჭოფობდი და მეორე დღეს ჩემთან ჟურნალისტი მოვიდა სიუჟეტის გადასაღებად, მერე ისე გააკეთეს, რომ ეგენი არაფერ შუაში იყვნენ და მე მქონდა ცეკვაზე პრეტენზია, უნამუსოები ეგენი.
თავისი რეიტინგის გამო რაზე არ მიდიან. შეუძლიათ, ადამიანი მორალურად და სულიერად გაანადგურონ. მაგაზე წარბსაც არ შეიხრიან”;
ინგა გრიგოლია: – რა დეპრესია ნატა, ხალისობ, გიყვარს ცხოვრება, ბედნიერი ხარ, ცეკვავ, ერთობი, კარგი გოგო ხარ და გაიღიმე. წეღან ვნახე ზუსტად და მეგონა შენც ხალისობდი. წარმატებები შენ
ნატა – მადლობა ინგა, მაგრამ ვაი რომ ამ ამბავმა დეპრესიაში ჩამაგდო

LEAVE A REPLY