სკანდალური შორენა ბეგაშვილი მეფესთან ინტიმური დეტალებით – “მე მას “მამიკოს“ ვეძახდი ის კი “დედის”…

სკანდალური შორენა ბეგაშვილი მეფესთან ინტიმური დეტალებით – “მე მას “მამიკოს“ ვეძახდი ის კი “დედის”…

” ჩვენ შეყვარებულ­ები ვიყავით და არა საყვარლები… მეფე ჩემთვის ყველაფ­ერი იყო და მუდამ ასე დარჩება”

ავტორი: მარი გულორდავა

შორენა „პრაიმტაიმთან“ ექს­კლუზიურად ყვება მეფესთან სიყვ­არულის ისტორიას და პირადი ცხოვრების დეტალებსაც გვიმხელს.

– „პრაიმტაიმის“ გამოსვლის შემდეგ, სადაც მეფესთნ სიყვარ­ულში გამხელდნენ, როგორ შე­იცვალა შენი ცხოვრება?

– არანაირად არ შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ვიყავი განადგ­ურებული.

– შორენა, ახლა რა ურთიერ­თობა გაქვს მეფესთან?

– არანაირი. ყველაფერი და­სრულდა, დღეს მასთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს.

sho-2

– „პრაიმტაიმის“ გამოსვლის შემდეგ ერთმანეთს არ დაკონტ­აქტებიხართ?

– არა.

– არც მას შემდეგ, რაც ცოლს გაშორდა?

– არა, ჩემთვის რა მნიშვნელ­ობა აქვს, ცოლს გაშორდა თუ ის­ ევ ერთად არიან? ჩემი სიყვარული დასრულდა და დაკონტაქტებას რა აზრი ჰქონდა.

– მაინც რამდენი ხანია, რაც მეფეს დაშორდი?

– შვიდი თვეა.

– ახლა ვის ხვდები?

– არავის, მეფის მერე პაემანიც კი აღარ მქონია.

– დავიჯერო, სექსიც არ გქ­ ონია?

– არა და აქ დაუჯერებელი არ­აფერია…

– შორენა, შენ ერთ-ერთ ინტე­რვიუში თქვი, რომ მეფის საყვ­არელი არ ყოფილხარ, შეყვარებ­ულები ვიყავითო. რას ნიშნავს, შეყვარებულები იყავით? იქნებ ვრცლად მიპასუხო?

– მართლია, ჩვენ შეყვარებულ­ები ვიყავით და არა საყვარლები. სხვანაირად როგორ უნდა გითხრა?shoren-111

– ანუ შესაძლებელი იყო, მისი ცოლი გამხდარიყავი?

– არა, მაგაზე არც ერთი არ ვფიქრობდით, მით უმეტეს, მაშინ ქმარს ახალი გაშორებული ვიყავი.

– ანუ, სექსის გარდა, სიყვარ­ულიც გაკავშირებდათ?

– (იცინის) რა თქმა უნდა, ის, რაც ჩვენს შორის ხდებოდა, სიყვ­არულზე მეტი იყო და სიტყვებით ვერანაირად ვერ გადმოვცემ.

– რას დაარქმევდი თქვენს ურთიერთობას?

– იცით, არ მინდა ამის გახს­ენება, რაც იყო, ყველამ იცის და ჩემთვის ამ ყველაფრის გახსენება ნამდვილად არ არის სასიამოვნო.

– ძალიან გიყვარდა?

– კი.

– თქვენი დაშორების მიზეზი მარტო ბაგრატიონების ქორწინ­ება იყო?

– ჰო, აბა, სხვა რა მიზეზი უნდა ყოფილიყო.

– გული დაგწყდა იმაზე, რომ შენს თავს ანა არჩია?

– არა, გული რაზე უნდა დამწ­ყვეტოდა. ჩემი გადასაწყვეტი მა­ნდ არაფერი არ იყო. უნდოდა ჩემი დაკარგვა და დამკარგა. ასე რომ, გული სხვებს დაწყდეთ.

– მეფემ რომ შემოგთავაზოს, მასთან ურთიერთობას გააგრძ­ელებდი?

– (ფიქრობს) არა.

– არ გიყვარს თუ თავმოყვა­რეობის გამო?

– იცი რა, ამ დროს ქალი თა­ვმოყვარეობაზე ნაკლებად ფიქრ­ობს, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან, ვფიქრობ, რომ არა.

– სად გაიცანი მეფე?

– გაგარინზე, ჩინურ რესტორ­ანში.

– მერე როგორ განვითარდა ურთიერთობა?

– შეიძლება ითქვას, ჩვენ ერთი დანახვით შეგვიყვარდა ერთმან­ეთი.sho-5

– უფრო რომელმა იაქტიურა?

– ორივემ ვიაქტიურეთ, ისე მო­გვეწონა ერთმანეთი.

– პირველი „ესემესი“ თუ გა­ხსოვს, რომელიც მეფისგან მო­გივიდა?

– იცი რა, რადგან ის ქართულ­ად კარგად ვერ მეტყველებდა, „ესემესებს“ არ მწერდა.

– როგორ აგიხსნა სიყვარ­ული?

– არც სიყვარული აუხსნია, ჩვენ ძალიან სხვანაირი ურთიერ­თობა გვქონდა, არ იყო ბანალური ფრაზები, იცი რა, მიყვარხარ და ა.შ. უბრალოდ, ორივე მივხვდით, რომ ერთად ყოფნა გვინდოდა.

– ერთმანეთს, მიყვარხარო, არ ეუბნებოდით?

– როგორ არა, გვითქვამს და თან ძალიან ხშირად.

– პირველად რომელმა თქვა, მიყვარხარო?

– მან მითხრა. იცი რა, ამ ყველ­აფრის მერე ახლა ისეთ ჭორებს ვიგებ, რომ მაოცებს. ალბათ, თქ­ვენც გექნებათ გაგონილი.

– არა, საყვარელო, მე არაფ­ერი გამიგია, რას გულისხმობ?

– მეუღლესთან გაშორების შე­მდეგ ამბობენ, რომ თითქოს ანან­ისტი იყო და რაღაც საშინელებე­ბს აკეთებდა, მაგრამ ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. თქვენ ვერ წა­რმოიდგენთ, როგორი თბილი და მოსიყვარულე იყო და ძალიან გუ­ლი მწყდება, რომ ასეთ რაღაცებს ჭორაობენ.

– მართლა ძალიან გესიყვარ­ულებოდა?

– კი, ძალიან. საოცრად კარგი ადამიანი იყო, მისგან ბევრ სითბ­ოსა და სიყვარულს ვიღებდი.

– რა საჩუქრებს გჩუქნიდა?

– ტკბილი მიყვარს ძალიან და ტკბილეულით მანებივრებდა.

– ლოგინშიც ხომ არ მოგართ­მევდა ხოლმე ტკბილეულს?

– (იცინის) არა, მაგრამ ძალიან რომანტიკული დღეები გვქონდა.

– მაინც როგორი?

– დეტალებში ვერ მოგიყვები, მაგრამ პირველი მეუღლის ღალა­ტის შემდეგ მამაკაცებზე საერ­თოდ გულაყრილი ვიყავი, მეფემ კი ყველაფერი გააკეთა, რომ ჩემთვის საოცარი დღეები ეჩუქებინა.

– ისეთი ემოციით საუბრობ, მგონი, მეფე დღემდე გიყვარს?

– იცი რა, როცა ვინმე სხვა გა­მოჩნდება ჩემს ცხოვრებაში, შე­ვძლებ მის დავიწყებას. ვფიქრობ, ძველი სიყვარულის ნარჩენები დროთა განმავლობაში წაიშლება.

– შორენა, მეფის მესიჯს ან ნებისმიერ რამეს თუ ინახავ, რომელიც მის თავს გახსენებს?

– მის ფოტოებს ვინახავ.

– და რას ფიქრობ ხოლმე, რო­ცა დახედავ?

– არაფერს არ ვფიქრობ, უბ­რალოდ, კარგ დროს მახსენებს. მინდა გითხრა, რომ იმ პერიოდში ორივე ძალიან ბედნიერები ვიყა­ვით.sho-1

– შენგან რომ მიდიოდა, რა გითხრა?

– არაფერი. ნორმალურად ამ­იხსნა, რა სიტუაცია იყო.

– შენ სიყვარულისთვის არ გიბრძოლია?

– არა, მე არავისთვის ბრძოლას და ვინმესთვის რამის წართმევას არ ვაპირებ. თუ საჭიროა, ჩემთვის იბრძოლონ.

– მიუხედავად ყველაფრისა, დღეს თქვენც და მეფეც თავისუ­ფლები ხართ…

– უი, მართლა (იცინის). ასეა, მაგრამ არა მგონია, ჩვენს შორის რამე აღდგეს. ჩვენ ორივეს ჩვენი ცხოვრება გვაქვს, ორივე სხვა­დასხვა წრის წარმომადგენლები ვართ და ურთიერთობის გასაგრძელებლად, ალბათ, მარტო სიყვ­არული არ არის საკმარისი.

– კიდევ რა არის საჭირო?

– არ ვიცი. იცით რა, ჩემი იმ­იჯი, ალბათ, ბევრს ხელს უშლის.

– მეფეს აღიზიანებდა შენი იმ­იჯი?

– არა, მას ძალიან მოსწონდა ჩემი საქმიანობა.

– არ ეჭვიანობდა?

– არა, რას ამბობთ, ჩვენ სულ ერთად ვიყავით და მე მას არას­ოდეს ვაძლევდი ეჭვიანობის სა­ბაბს.

– რა მოფერებითი სახელებით მიმართავდით ერთმანეთს?

– მე მას „მამიკოს“ ვეძახდი, ის კი – „დედის“.

– უცნაურია, რატომ შეარქვ­ით ასეთი სახელები ერთმანეთს?

– ჩვენ რაღაცნაირი სხვანაირი სიყვარული გვქონდა, მე არც გა­მიგია ვინმესგან ასეთი სიყვარულ­ის ისტორია. მოკლედ, არ მინდა ამაზე საუბარი, იმედია, ჩემსა და მის ცხოვრებაში ყველაფერი კა­რგად იქნება.

– რა თქმა უნდა, საყვარელო. შორენა, გაცნობიდან რამდენი ხნის შემდეგ გახდი მისი საყვარ­ელი ქალი?

– ოოო, ამას არ გეტყვი, რადგან ძალიან ინტიმურია.

– პირველი კოცნა თუ გახს­ოვს?

– კი, მახსოვს, ჩვენი პირველი კოცნა ძალიან სასიამოვნო იყო. მაშინ ვიგრძენი, რომ ვუყვარდი.

– პირველი ღამე სად გქონ­დათ?

– სასტუმროში არა.

– მასთან სახლში დადიოდი?

– კი, როგორ არა, სულ მანდ ვი­ყავი და ჩემთანაც მოდიოდა, მაგრ­ ამ არ გეტყვი, პირველი ღამე სად გვქონდა, ჩემთვის დავიტოვებ.

– კიდევ რას იტოვებ მეფისგან შენთვის?

– ძალიან ბევრ რამეს, თითქმის ყველაფერს, ის ჩემთვის ყველაფ­ერი იყო და მუდამ ასე დარჩება.

– ბევრი იტირეთ მასთან და­ შორების დროს?

– კი ვიტირე… მოკლედ, მეტს აღარ ვილაპარაკებ.

(გაზეთ “პრაიმტაიმის” N21-ის არქივიდან 2009 წ.)

LEAVE A REPLY