სექსი პირველ პაემანზე-რას ფიქრობენ მამაკაცები

0
1181

სექსი პირველ პაემანზე-რას ფიქრობენ მამაკაცები

ადრე მამაკაცებს მოსწონდათ, თუკი ქალი პირველივე პაემანზე დათანხმდებოდა სექსზე, ქალები კი – პირიქით, იშვიათად მიდიოდნენ ახალგაცნობილ მამაკაცთან ლოგინში. როგორც ჩანს, დღეს სიტუაცია შეიცვალა.

გაცნობის საიტებზე ჩატარებულმა ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მამაკაცების თითქმის ნახევარს არ მოეწონება ქალი, რომელიც უარს არ იტყვის პირველივე პაემანზე სექსზე. სამაგიეროდ, ქალების მხოლოდ 39% იტყვის უარს ახალგაცნობილ მამაკაცთან სექსზე, ხოლო დანარჩენები უარს არ იტყვიან პირველივე შეხვედრისას ინტიმურ კავშირზე.

გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ ორივე სქესის წარმომადგენლებს პირველ პაემანზე აფრთხობთ ფეთხუმი და მოუწესრიგებელი პარტნიორი. შემდეგი გადამწყვეტი მომენტი ურთიერთობის პირველივე შეხვედრის შემდეგ გაწყვეტისა, არის – საკუთარ თავზე ტყუილის თქმა. გარეგნობას გადამწყვეტი როლი მხოლოდ რესპონდენტების 4%-ისთვის აქვს.

პარტნიორებში ყველაზე მიმზიდველ თვისებებად გამოკითხულებმა დაასახელეს გულწრფელობა, იუმორის გრძნობა და ერთგულება.

LEAVE A REPLY