საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე შეთანხმება შედგა

0
602

საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე შეთანხმება შედგა

საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ. ამის შესახებ განცხადება გავრცელდა:

“კარგი ამბავი საქართველოს მოქალაქეებისთვის: საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე პოლიტიკური შეთანხმება მიღწეულია. შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირის საბჭოა”, – ნათქვამია განცხადებაში.

მიროსლავ ლაიცაკმა 12 დეკემბერს განაცხადა, რომ ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს 20 იანვარს განიხილავს. იანვარში პლენარული სესია 16-19 იანვარს გაიმართება.

საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხის განხილვის სავარაუდო თარიღად ევროპარლამენტის დღის წესრიგში 18 იანვარია მითითებული.

LEAVE A REPLY