სასჯელაღსრულების სამინისტრო მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განცხადებას ავრცელებს

0
607

სასჯელაღსრულების სამინისტრო მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განცხადებას ავრცელებს

სასჯელაღსრულების სამინისტრო მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განცხადებას ავრცელებს
სასჯელაღსრულების სამინისტრო ”ცენტრ პოინტის” დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებ

,,ბრალდებულ მ.რ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის იმყოფება მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ და მიეწოდება ყველა საჭირო სამედიცინო სერვისი. რაც შეეხება ბრალდებულის დაწესებულების გარეთ, კერძო კლინიკაში გაყვანას, აღნიშნული დაიგეგმა მისი მეუღლისა და ადვოკატის განცხადების საფუძველზე. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ბრალდებულ მ.რ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცვის მიზნით კანონით დადგენილ ყველა ღონისძიებას ახორციელებს”, – აცხადებენ სამინისტროში.

”ცენტრ პოინტის” დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს მაია რჩეულიშვილს ჯანმრთელობის გაუარესების გამო საავადმყოფოში დღეს გადაიყვანენ. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” რჩეულიშვილის ადვოკატმა მარინა ცუცქირიძემ განუცხადა.

LEAVE A REPLY