სასწრაფოდ ! ხანძარი ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში

0
784

სასწრაფოდ ! ხანძარი ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში

ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ცეცხლი გაჩნდა. როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, დაიწვა ტაძარში მდგარი სასანთლე მაგიდა, რამაც გამოიწვია უნიკალური მხატვრობის ნაწილობრივ ჭვარტლით დაფარვა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ვარძიაში შემთხვევისთანავე მიავლინა სპეციალისტები. გაგზავნილია სპეციალური ხარაჩო-დანადგარი. დღეიდან იწყება არსებული მდგომარეობის ანალიზი და დიაგნოსტიკა. სპეციალისტების მიერ მოხდება კედლის მხატვრობის გაწმენდის მეთოდიკის შერჩევა, რის შემდეგაც დაიწყება გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები.

LEAVE A REPLY