სასწრაფოდ! უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე განცხადებას ავრცლებს სრულიად საქართველოსთვის

0
3269

სასწრაფოდ! უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე განცხადებას ავრცლებს სრულიად საქართველოსთვის

გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის დაწყებით სკოლებსა და ბაღებში პატრიარქის ნათლულების აღწერა მიმდინარეობს.

ამის შესახებ რამდენიმე სკოლის ფეისბუქის გვერდზეც გაჩნდა კითხვები, ცოტა ხნის წინ კი პარტია “ქართული დასის” ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ სოციალურ ქსელში დაწერა: “გთხოვთ სასწრაფოდ გაავრცელოთ ეს ინფორმაცია, რომელიც ამ წუთებში მომაწოდა რამდენიმე სკოლის და საბავშვო ბაღის დირექტორმა. განათლების სამინისტრო სკოლებისგან და საბავშვო ბაღებისგან ითხოვს ინფორმაციას პატრიარქის ნათლულების შესახებ… დირექტორები, რომლებმაც მშობლების გარეშე უარი განაცხადეს მოსწავლეების შესახებ გასცენ ინფორმაცია, არიან ძლიერი ზეწოლის ქვეშ… ამ წუთებში მე ვცდილობ დავადგინო, რა მიზნით და ვისი დავალებით აკეთებს ამას განათლების სამინისტრო” – წერს ბაღათურია ფეისბუქის პირად გვერდზე.

რადგან ინფორმაციამ მშობლებში მსუბუქი პანიკა გამოიწვია და რამდენიმე ადამიანმა რედაქციაშიც დარეკა შეკითხვებით, საკითხის გასარკვევად დავუკავშირდით განათლების სამინისტროს, საპატრიარქოს და ერთ-ერთი სკოლის წარმომადგენელს.

ნატა ასათიანი, განათლების სამინისტროს პრესამსახურის ხელმძღვანელი: “ჩვენ ვარკვევდით ზოგად რაოდენობას, თუ რამდენი ბავშვია პირველ კლასში, რათა გვეწარმოებინა სტატისტიკა, მოიმატა, თუ მოიკლო ბავშვების რაოდენობამ.

– და რატომ დასჭირდა სკოლის ხელმძღვანელობას კითხვა – რამდენია პატრიარქის ნათლული?
– ჩვენ ვკითხულობდით მხოლოდ რაოდენობას,

ბავშვების ვინაობა არც გვიკითხავს და არც ის, თუ ვინ არის პატრიარქის ნათლული.

– რამდენიმე სკოლის, მაგალითად მე-11 საჯარო და 108-ე სკოლის “ფეისბუქ” გვერდებზე მშობლებს უსვამენ კითხვას: “მოგვწერეთ ვინაა პატრიარქის ნათლული” (იხ.სქრინი)
– მგონი უმჯობესი იქნება საპატრიარქოსთან გაარკვიოთ, რადგან განათლების სამინისტრო არაა დაინტერესებული იმის გაგებით, თუ ვინ ვისი ნათლულია

მამა მიქაელი ბოტკოველი, საპატრიარქოს მდივანი: “ოფიციალურად საატრიარქოს სახელით მე ვაწარმოებ მიმოწერას და მე არ გამიგზავნია ასეთი მოთხოვნა არცერთი სკოლისთვის, მეეჭვება სხვა ვინმეს რომ გაეგზავნა. ჩვენ ვიცით პატრიარქს რამდენი ნათლული ყავს, რადგან ვაწარმოებთ ზუსტ სტატისტიკას, ხოლო ვინ რომელი რეგიონიდანაა ან ვინ რომელ სკოლაში სწავლობს ამის ცოდნის აუცილებლობა, თუ არსებობს ვერ გეტყვით, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამის სტატისტიკა არ გვაქვს.

LEAVE A REPLY