სასწრაფოდ: პრეზიდენტის სიძე დაჭრეს პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან

0
419

სასწრაფოდ: პრეზიდენტის სიძე დაჭრეს პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან

თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური დაჭრეს. აღნიშნულ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამართალდამცველებს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი აქვთ. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

მინდია გოგოჭური რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრშია გადაყვანილი.
შსს-ში მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ. უწყებაში მხოლოდ იმას განმარტავენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური 2016 წლის ივლისში პროკურატურაში იყო დაბარებული პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობა იყო. პროკურატურამ ამავე საქმეზე გამოკითხა თავად პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური და მისი კიდევ ერთი მეგობარი მიხეილ თათარაშვილი.

LEAVE A REPLY