სასწრაფოდ ! პატრიარქის განცხადება სრულიად საქართველოს ! ეს ყველამ უნდა ნახოს და წაიკითხოს

0
863

სასწრაფოდ ! პატრიარქის განცხადება სრულიად საქართველოს ! ეს ყველამ უნდა ნახოს და წაიკითხოს

კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საპატრიარქოში მრავალშვილიან დედებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. პატრიარქმა  დედებთან საუბარისას აღნიშნა, რომ თავადაც მრავალშვილიანი ოჯახიდანაა და რომ იგი თავის ოჯახში მეშვიდე შვილი იყო. უწმინდესმა და უნეტარესმა ასევე ბრძანა, რომ საჭიროა არა მარტო პრობლემების გამოკვეთა, არამედ მათი გადაჭრის გზების მოძიება.
პატრიარქის აზრით, მთავრობას შესაძლოა ეთხოვოს ორმაგი ხელფასი მრავალშვილიანი ოჯახების მამებისათვის და ასევე ძიძის დაფინანსება შვიდი და მომდევნო ბავშვის ყოლის შემთხევაში. მომავალში კი, როდესაც ცხოვრება უფრო სტაბილური გახდება მრავალშვილიანი ოჯახები უნდა ითვლებოდეს 7 შვილიდან. ანუ შვიდშვილიანი ოჯახი ტრადიციული ოჯახის
ნორმად უნდა იყოს მიჩენილი. მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად საჭიროა განხორციელდეს კომპლექსური მიდგომა. ერთ-ერთ მიმართულებად შეიძლება იქცეს მრავალშვილიანი ოჯახების ხელშემწყობი ფონდის დაარსება.
მისმა უწმინდესობამ ყურადღება გაამახვილა ბავშვთა აღზრდის საკითხზეც და ხაზი გაუსვა მათში შრომის უნარის გაღვივების მნიშვნელობას. მან გაიხსენა დედის დარიგება:
“დედაჩემი ხშირად გვეუბნებოდა შვილებს: გახსოვდეთ, სიღარიბემ შეჩვევა იცის და მას არასოდეს არ უნდა მიეჩვიოთო. ასეთივე შეჩვევა იცის უსაქმურობამ. თუ ადამიანი უმუშევრობას ეჩვევა, შემდეგ მას ძალიან უჭირს შრომითი საქმიანობა. ამიტომ ბავშვებში, უპირველეს ყოვლისა, შრომისმოყვარეობა უნდა აღვზარდოთ”.
პატრიარქმა ბრძანა, რომ თავიდანვე წესრიგს უნდა მივაჩვიოთ. ყველა ნივთს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს მიჩნეული და ყველმ უნდა იცოდეს, სად აწყვია მისი ტანსაცმელ-ფეხსაცმელი, წიგნები და ნივთები. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ ბავშვმა დროის ფასი იცოდეს. ეს მათ ადრეული ასაკიდან უნდა ვასწავლოთ, ჩვენ კი დროს ხშირად უმიზნოდ ვკარგავთ.
შეხვედრის დასასრულს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დედები დალოცა და დაპირდა, რომ მომავალში მათ კვლავაც ექნებათ საქმიანი შეხვედრა”.

LEAVE A REPLY