სასწრაფოდ! მამა სერაფიმე განცხადებას ავრცელებს სრულიად საქართველოსთვის!

0
1335

სასწრაფოდ! მამა სერაფიმე განცხადებას ავრცელებს სრულიად საქართველოსთვის!

“დასამშვიდობებელ წირვას ჩავატარებ 9 ოქტომბერს”- მამა სერაფიმე განცხადებას ავრცელებს

სოფელ ქანდის ცამეტი ასურელი მამის სახელობის მონასტრის წინამძღვარი მამა სერაფიმე (ბით-ხარიბი) მღვდელმსახურის რანგში ბოლო წირვას 9 ოქტომბერს ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუკზე თავად სასულიერო პირი ავრცელებს:„ძალიან გთხოვთ ყველას არ იძიოთ ის თუ რა ხდება, ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა დავრეკე საპატრიარქოში და ვთხოვე რომ ის საბუთები მომაწოდონ რასაც უნდა ხელი მოვაწერო ვიქნები დროებით მონაზვნად ქანდაში მერე როგორც უფალი გვიჩვენებს! მიყვარხართ ძალიან ძალიან ძალიან თქვენ მასწავლეთ სიყვარული და მართლა მიყვარხართ ძალიან მე ვმადლობ უფალს რომ ის ჯვარი მომცა სატარებლად რას აქამდე ვიტვირთე მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის 9 ოქტომბერს გელით ყველას დიდი სიყვარულით. მამა სერაფიმე !“

მამა სერაფიმეს თქმით, მას შემდეგ რაც გარკვეულ მიზნებს უკვე მიაღწია, ის პენსიაზე გადის და მოღვაწეობას, როგორც ბერ-მონაზონი ისე გააგრძელებს. მამა სერაფიმე ასეთ მიზნებად , სოფლის მოსახლეობის ეკლესიურ ცხოვრებას და ქანდის სკოლაში ასურული ენის შეტანას მიიჩნევს:

„გილოცავთ ჩემო ასურელებო ნეტავ იცოდეთ როგორ მიხარია ეს ამბავი, საოცარია და სასწაულია ნამდვილად, რადგან ეს წელი ჩვენს ისტორიში შემოვა და ჩვენი შვილები ეხლა უკვე თავიანთ მშობლიურ ენას სკოლაში ისწავლიან. მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის., აწი ჩემი პენსიაზე გასვლის დროც მოვიდა. დღეს როცა ქანდა გახდა ასურელების ასე ვთქვათ ცენტრი სადაც წირვა ლოცვა ჩვენს მშობლიურ ენაზე აღევლინება და ყოველი ამ სოფლის მკვიდრი გახდა მაზიარებელი და აღმსარებელი, და ასი პროცენტი ამ მოსახლეობის მართლმადიდებელია, და ამავე სკოლაში 6 წლის ჩვენი შრომის შემდგომ და ღმერთის წყალობით აწი ასურული ენა შევიდა აუცილებელ საგნათ, მე შემიძლია მშვიდათ გავიდე პენსიაზე და დავრჩე ამავე მონასტერში, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ავაშენეთ და როცა ვიძახი პენსიას, არავის არ ეგონოს რომ დავისვენებ არც ერთ პრობლემას თვალს არ ავარიდებ. ჩემო მეგობრებო, ვრჩები ქანდაში მონაზვნათ და სამადლობელ წირვას და დასამშვიდობელ წირვას ჩავატარებ 9 ოქტომბერს. ამიტომ დასამშვიდობებლად ყველას გელოდებით 9 ოქტომბერს ჩემო კარგებო. მე რაც შევძელი ის გავაკეთე ჩემო ასურელებო თქვენთვის. მიყვარხართ ზეცამდე. გფარავდეთ ღმერთი!!!“- წერს მამა სერაფიმე.

LEAVE A REPLY