სასწრაფოდ! თეა წულუკიანის განცხადება გოგონების წინადაცვეთასთან დაკავშირებით ეს აუცილებელია ვიცოდეთ

0
723

სასწრაფოდ! თეა წულუკიანის განცხადება გოგონების წინადაცვეთასთან დაკავშირებით ეს აუცილებელია ვიცოდეთ

გოგონების წინადაცვეთა სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი გახდება- თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები შეიტანა გოგონათა წინადაცვეთის საკითხთან მიმართებით, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი გახდება. ამის შესახებ განცხადება იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თეა წულუკიანმა გააკეთა:

„ბოლო ოთხი წლის მანძილზე ძალიან ბევრი ნაბიჯი, მათ შორის, საკანონმდებლო გადაიდგა ბავშვთა უფლებების დაცვის მაღალ ხარისხში ასაყვანად. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და დასრულდეს სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებით. იმედი მაქვს, რატიფიცირება ახალი პარლამენტის ფარგლებში მოხდება, სადაც ჩვენ რამდენიმე დღის წინ ჩავამატეთ ახალი მუხლი, რომელიც ეხება ქალის გენიტალიების დამახინჯებას. თუკი ამას პარლამენტი მხარს დაუჭერს, იქნება ცალკე მუხლი, რომ გოგონების ე.წ. წინადაცვეთა გახდეს სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი. ჩვენ სამწუხაროდ არ გვეგონა, რომ ასეთი რამ არსებობს საქართველოში. არის სხვადასხვა ქვეყანა მსოფლიოში, მათ შორის, აფრიკის კონტინენტზე, სადაც გოგონები ასე სახიჩრდებიან და ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში ის რამდენიმე მაგალითი, რაც ორ თუ სამ სოფელში არსებობს, სასწრაფოდ აღმოიფხვრას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

LEAVE A REPLY