“სასტუმროში მამაკაცს ეძებდა” – თბილისში გოგონამ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა

0
363

“სასტუმროში მამაკაცს ეძებდა” – თბილისში გოგონამ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა

ახალგაზრდა გოგონამ თბილისში სასტუმრო „ევროპაში“ თავზე ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. ამის შესახებ “კვირა” წერს.
გამოცემას სასტუმროს ადმინისტრატორმა უთხრა, რომ შემთხვევა ღამის საათებში მოხდა.
„ღამის საათები იყო, დაახლოებით 11 საათი. შემოვარდა სასტუმროში ახალგაზრდა გოგონა და მამაკაცს ეძებდა. ვფიქრობთ, რომ სასტუმრო შეეშალა. ვერ იპოვა ის მამაკაცი, რომელსაც ეძებდა. აფექტურ მდგომარეობაში იყო, განერვიულებული. მოულოდნელად, თავზე ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. სასწრაფოში დავრეკეთ და საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – აცხადებს ადმინისტრატორი.
შემთხვევა დაახლოებით ორი დღის წინ მოხდა.

დაშავებული დამწვრობის ცენტრში გადის მკურნალობას.

როგორც “ნიუპოსტს” ბ. იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, პაციენტს დამწვრობა ბენზინის აალების შედეგად ჰქონდა მიღებული. მისი განმარტებით, გოგონას მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური. მას დამწვარი ჰქონდა სახე, თავი, გულ-მკერდი და ზედა კიდურების მტევნები. გოგონას ხელის მტევნებზე პლასტიკური ქირურგიის ჩატარება დასჭირდება.
“სხეულის 20% აქვს დამწვარი. ამჟამად რეანიმაციაში იმყოფება და ვამზადებთ ხელის მტევნებზე პლასტიკური ოპერაციისათვის”- აცხადებს მედიკოსი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 115 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

LEAVE A REPLY