სასმელი, რომელიც კალორიებს საოცარი სისწრაფით წვავს. 1 თვეში მინუს 10 კგ

ადამიანების უმრავლესობას, რომელთაც ჭარბი წონა აწუხებთ, როგორც წესი, ძალიან უჭირთ დიეტების დაცვა და საყვარელ პროდუქტებზე უარის თქმა. თუ თქვენ ასეთი ადამიანების სიაში ეწერებით, თქვენთვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს. ახლა თქვენ უკვე შეგიძლიათ წონის დაკლება გასაოცარი სასმელის დახმარებით, რომელიც კალორიებსა და ცხიმებს საოცარი სისწრაფით წვავს.

დიახ, ეს სინამდვილეა! ეს სასწაულმოქმედი სასმელი პირადად მე 10 კილოგრამის დაკლებაში დამეხმარა.

ინგრედიენტები:

  • ალოე
  • ლიმონი
  • ჯანჯაფილი
  • თაფლი

ალოე ვერა – მცენარე, რომლისთვისაც გასაოცარი სამკურნალო თვისებებია დამახასიათებელი. იცოდით, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა წონის კლების პროცესის დასაჩქარებლად? ალოე ვერას გააჩნია მაღალი საკვები ღირებულება. ის შეიცავს 75-ზე მეტ აქტიურ ვიტამინსა და მინერალს. გარდა ამისა, ალოე მდიდარია ამინომჟვებით, ცხიმოვანი მჟავებითა და ანტიოქსიდანტებით, რომლებიც აჩქარებს მეტაბოლიზმს. ეს მცენარე გვეხმარება ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენდაში და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესებაში.

ლიმონი C ვიტამინისა და ანტიოქსიდანტების უდიდესი წყაროა. ეს პროდუქტი ანადგურებს ცხიმოვან ფენებს და გარდაქმნის მას ორგანიზმისთვის საჭირო ენერგიად.

ჯანჯაფილი ძალზედ სასარგებლო პროდუქტია, რომელიც აჩქარებს ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და ამ გზით გვეხმარება წონის დაკლებაში.

თაფლს ამ სასმელისთვის დამატკბობელი როლი აკისრია, თუმცა გარდა ამისა, ეს პროდუქტი გვეხმარება ორგანიზმის ენერგიით დატვირთვაში.

ინგრედიენტების რაოდენობა:

  • წყალი – 1 ჭიქა
  • ალოე ვერას წვენი – 2-3 ს.კ
  • ლიმონის წვენი – 1 ს.კ
  • ჯანჯაფილი – 1 ჩ.კ
  • თაფლი – 1 ს.კ

მომზადება:

  1. აიღეთ ერთი ჭიქა წყალი და ჩაამატეთ მასში 2 ან 3 სუფრის კოვზი ალოე ვერას წვენი.
  2. მიღებულ ნარევში ჩაამატეთ 1/2 ან 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და ამავე რაოდენობით ჯანჯაფილის ფხვნილი.
  3. ჩაამატეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი და კარგად მოურიეთ.
  4. მიღებული სასმელი მიირთვით ყოველ დილით, უზმოზე.

ერთ კვირიანი კურსის ჩატარების შემდეგ გააკეთეთ მინიმუმ 3 დღიანი შესვენება. გაიმეორეთ ეს კურსი იმდენჯერ, რამდენჯერაც მოგესურვებათ.

თუ თქვენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

LEAVE A REPLY