საზარელი ავარია თბილისში – გარდაცვლილია ცნობილი ადამიანი საშინელი დეტალები

0
790

საზარელი ავარია თბილისში – გარდაცვლილია ცნობილი  ადამიანი საშინელი დეტალები

გლდანში მომხდარ ავტოავარიას შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს გლდანში, “სმარტის” მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

როგორც “ნიუპოსტს” თვითმხილველებმა განუცხადეს ახალგაზრდა მამაკაცი შუახნის მამაკაცს გზაზე გადასვლაში ეხმარებოდა რა დროსაც ორივე მათგანს BMW -ს მარკის ავტომობილი დაეჯახა. შუახნის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ახალგაზრდამ კი საკმაოდ ძლიერი დაზიანებები მიიღო, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

LEAVE A REPLY