საზარელი ავარია აწყურთან – სამგზავრო ‘მარშუტკა’ და ტრაილერი შეეჯახნენ გარდაცვლილია ერთი ადამიანი და 6 დაშავებული

0
738

საზარელი ავარია აწყურთან –  სამგზავრო ‘მარშუტკა’ და ტრაილერი შეეჯახნენ   გარდაცვლილია ერთი ადამიანი და 6 დაშავებული

სოფელ აწყურთან ტრაილერისა და სამგზავრო ‘მარშუტკის’ შეჯახების შედეგად, ერთი პირი გარდაიცვალა და ექვსი დაშავდა.

სოფელ აწყურთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ აწყურთან, დღეს, დილით მოხდა. დილით, „სამხრეთის კარიბჭეს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ დაშავებული ოთხი ადამიანი იყო. მოგვაინებით კი დაზუსტდა, რომ ავარიის შედეგად, ერთი პირი გარდაიცვალა და ექვსი დაშავდა.

სასწრაფო–სამედიცინო სამსახურის სამმა ეკიპაჟმა დაზარალებულები ახალციხის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ექვსივე პირს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნება და ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე ძიება თავდაპირველად, სსკ–ის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. პირის გარდაცვალების შემდეგ კი საქმე გადაკვალიფიცირდა. ამ ეტაპზე, გამოძიება, იგივე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. აღნიშნული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით, სამ წლამდე.

შეგახსენებთ, ავტოავარია დღეს, 2 დეკემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე მოხდა. სოფელ აწყურის შესასვლელთან, ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და ხაშური–ახალციხის სამგზავრო ‘მარშუტკა’ შეეჯახნენ. სამგზავრო ‘მარშუტკა’ ხაშურიდან 12:00 საათზე გავიდა და მას მგზავრები ახალციხეში გადაჰყავდა.

ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო–სამედიცინო დახმარების სამსახურის სამი ეკიპაჟი მუშაობდა. მომხდარის გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, შეფერხებული იყო ავტომობილების გადაადგილება. ათობით მანქანა საცობში ერთ საათზე მეტხანს იდგა.

სოფელ აწყურთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა

სოფელ აწყურთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა

LEAVE A REPLY