რჩევები მიხეილ ცაგარელისგან – როგორ მოვრთოთ 2017 წლის ნაძვის ხე

0
818
რჩევები მიხეილ ცაგარელისგან – როგორ მოვრთოთ 2017 წლის ნაძვის ხე

 

2017 წელი, აღმოსავლური ტრადიციების მიხედვით, ამბიციური, ცეცხლისფერი, წითელი მამლის წელიწადია. ის შემოაბიჯებს არა 1 იანვარს, არამედ 28 იანვარს და გასტანს 2018 წლის 15 თებერვლამდე. წლის სტიქიაა ცეცხლი, სიმბოლო კი ცეცხლოვანი მამალი. ამ წელს აუცილებელია რეალური გეგმების დაასახვა, ცვლილებების მოლოდინი, მეტი კონტაქტურობა, შრომისუნარიანობა და საქმის  კეთება ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე. რა ფერებში მოვრთოთ ნაძვის ხე, რათა წლის მძანებელს ვასიამოვნოთ და კეთილად განვაწყოთ – ამის შესახებ მიხეილ ცაგარელმა ჟურნალ “თბილისლებთან” ისაუბრა.
გთავაზობთ ამონარიდ ინტერვიუდან:
”ნაძვის ხისთვის ნეიტრალური ადგილია ოთახის ცენტი, მის გვერდით კი, შეგიძლიათ ჩიჩილაკიც მოათავსოთ. მორთეთ ის ფერადი ბურთებით, წითელი, ლურჯი, ყვითელი, ოქროსფერი, იისფერი და თეთრი ლენტებით და აუცილებელია ბევრი ფერადი ნათურით. ასევე, კარგი იქნება, თუ  ნაძვის ხის გვერდით დააწყობთ აღმოსავლური ტრადიციის მიხედვით, ოჯახის ბარაქაზე პასუხისმგებელ სიმბოლოს – მანდარინის ტოტებს” – ამბობს ცაგარელი.
წყარო: “თბილისელები”

LEAVE A REPLY