რუსეთში 13 წლის გოგონამ 16 წლის მეგობრებს ბებიის და ძმის მკვლელობა შეუკვეთა

0
708

რუსეთში 13 წლის გოგონამ 16 წლის მეგობრებს ბებიის და ძმის მკვლელობა შეუკვეთა

ნოვოსიბირსკში 13 წლის გოგონამ 16 წლის მეგობრებს ბებიისა და პატარა ძმის მოკვლა შეუკვეთა. დანაშაულს ხელი სახლში ადრე დაბრუნებულმა გოგონას დედამ და მეზობელმა სპეცრაზმელმა შეუშალეს. მთავარი ეჭვმიტანილი გაიქცა, მაგრამ  მისი დაკავება იმავე ღამეს მოხერხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სამმა მოზარდმა – 13 წლის Н-მ, 16 წლის Ю-მ და 16 წლის К-მ ერთად გადაწყვიტეს ნოვოსიბირსკიდან ჩრდილოეთით გაქცევა. ამასთან, აღნიშნული იდეა, სავარაუდოდ, 13 წლის გოგონას შეყვარებულს ეკუთვნოდა, რომელიც ერთ-ერთ კოლეჯში სწავლობს. გაქცევამდე ბავშვებმა გოგონას ბებიის და მისი ძმის მოკვლა გადაწყვიტეს. ერთ-ერთი ვერსიით, მიზეზი ამისი ის იყო, რომ მოზარდის მშობლები მას კოლეჯელ შეყვარებულთან შეხვედრის უფლებას არ აძლევდნენ.

დანაშაულის დღეს ახალგაზრდები ადგილზე დანით და ხელკეტებით შეიარაღებულები მივიდნენ. ასევე, მათ ჰქონდათ ბინის გასაღები, რომელიც 13 წლის გოგონამ გადასცათ, თვითონ კი დედასთან ერთად მაღაზიაში წავიდა, ხოლო მამა იმ დროისთვის სახლში არ იმყოფებოდა. 16 წლის ბიჭმა მრავლობითი დაზიანებები ხის ხელკეტით მიაყენა ბებიას, ხოლო 16 წლის გოგონამ 11 წლის ბიჭი დანით დაჭრა და ოთახში გამოკეტა. ამ დროს სახლში 41 წლის დედა შვილთან ერთად დაბრუნდა. როდესაც ბიჭმა ქალი დაინახა, მას რამდენჯერმე ჩაარტყა ნაჯახი თავში. მის კივილზე მეზობელი, სპეცრაზმელი იგორი გამოვარდა. 16 წლის К. მამაკაცის დანახვამ დააფრთხო და სასწრაფოდ გაიქცა შემთხვევის ადგილიდან. იგორი მას გაეკიდა, თუმცა ვერ დაეწია და უკან დაბრუნდა. ამ დროს მეორე თანამზრახველი, 16 წლის Ю. ოთახში ჩაიკეტა და 11 წლის ბიჭი მძევლად აიყვანა. თუმცა ოთახში დიდხანს არ დარჩა და მძევალთან ერთად გარეთ გამოვიდა. გოგონა გაქცევას შეეცადა, მაგრამ იგორმა ის დაიჭირა. მალე შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფოც მივიდა. ყველაზე მძიმედ 80 წლის ბებია იმყოფება, რომელიც რეანიმაციაშია. მეზობლების თქმით, იგი ძალიან არის ნაცემი. 16 წლის მოზარდებს 15 წლით ციხეში გამოკეტვა ემუქრებათ. რაც შეეხება 13 წლის Н-ს, მისი პასუხისმგებლობის ასაკი ჯერ არ დამდგარა.

 

LEAVE A REPLY