როცა მისი აცრემლებული თვალები დავინახე, მივხვდი თუ როგორ სურს ცხოვრების გაგრძელება, ხელებზე მომიჭირა, ძალა მოიკრიბა და 2 სიტყვა წაიჩუ…

როცა მისი აცრემლებული თვალები დავინახე, მივხვდი თუ როგორ სურს ცხოვრების გაგრძელება, ხელებზე მომიჭირა, ძალა მოიკრიბა და 2 სიტყვა წაიჩუ…

საქართველოს ამჟამინდელი პრემიერ–მინისტრის ქონების შესახებ უამრავი ჭორ–მართალი არსებობს. ფაქტი ერთია: ამ ადამიანმა უცხო ქვეყანაში, ყველაზე რთულ პერიოდში დააგროვა უდიდესი კაპიტალი და დიდი ხანი არაა, რაც საქართველოში დაიწყო პოლიტიკური მოღვაწეობა, თუმცა სხვა კუთხით ის დიდი ხანია მოღვაწეობს საქართელოში და მასზე უამრავ ლეგენდას ყვებიან. ვიდრე მის ქონებრივ დეკლარაციას გავეცნობით, მანამდე მოკლედ მიმოვიხილოთ ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფია:

დაიბადა 1956 წლის 18 თებერვალს, საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში.
1973 წელს დაამთავრა საჩხერის რაიონის სოფელ საირხის საშუალო სკოლა და სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტზე განაგრძო.
სწავლის პარალელურად მუშაობდა კამოს სახელობის მექანიკურ-ჩამომსხმელ ქარხანაში დამლაგებლად და მუშად;

1980 წელს წითელ დიპლომზე დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ამავე წელს კამოს სახელობის მექანიკურ-ჩამომსხმელ ქარხანაში უფროს ინჟინრად, მოგვიანებით კი სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელად დაინიშნა;

1982 – 1986 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში შრომისა და სოციალური პრობლემების მოსკოვის ინსტიტუტში, სადაც დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია;

1988 წელს მეგობრებთან ერთად დააფუძნა კოოპერატივი “აგროპროგრესი”, რომელიც მოგვიანებით სამეწარმეო კომპანიად გადაიქცა;

1990 წელს დააარსა ბანკი „როსიისკი კრედიტი”;
1991 წელს გახდა ბანკ “როსიისკი კრედიტის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და მისი პრეზიდენტი. არის ფინანსურ-სამეწარმეო ჯგუფ „უნიკორის” დამფუძნებელი და მეპატრონე;

1996 წელს დააფუძნა “ქართუ ბანკი”;

2011 წელს დააფუძნა საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება”;

2012 წელს დააფუძნა პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო”;

2012 წელს დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრად.

ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.

რაც შეხება მის ქონებას, ჩამონათვალი იმდენად დიდია, მის სრულად დაწერას ძალიან ვრცელი სტატიის დაწერა სჭირდება, ამიტომ გთავაზობთ ქონებრივი დეკლარაციის ამონაწერის ფოტოებს, სადაც დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების ქონებას. აღნიშნული დეკლარაცია ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის 25 დეკემბერს შეავსო. (სურათის გასადიდებლად დააკლიკეთ მასზე).

LEAVE A REPLY