რომელ ზოდიაქოს ნიშნებს გაუმართლებთ სიყვარულში 2017 წელს – იდეალური წინასწარმეტყველება ფრანგი ასტროლოგებისგან

0
781

რომელ ზოდიაქოს ნიშნებს გაუმართლებთ სიყვარულში 2017 წელს – იდეალური წინასწარმეტყველება ფრანგი ასტროლოგებისგან

რომელ ზოდიაქოს ნიშნებს გაუმართლებთ სიყვარულში 2017 წელს - იდეალური წინასწარმეტყველება ფრანგი ასტროლოგებისგან
1. მამლის წელში ყველაფერი კარგად ექნებათ სასიყვარულო ფრონტზე, პირველ რიგში, კუროებს.

2017 წლის პირველი ნახევარი მათ სიყვარულში ახალ, გამაოგნებელ ემოციებს მოუტანთ. თავისუფალი კუროები ისარგებლებენ მომენტით და გააბამენ რომანს, რომელიც უფრო მეტში გადაიზრდება, ვიდრე უბრალოდ ვნებაა. იმ კუროებისთვის კი, რომლებიც ქორწინებაში არიან, ეს ახალი სუნთქვის შემოტანის დროა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობებში.

2. ლომი უბრალოდ იბანავებს სიყვარულში 2017 წელს.

ამ წელს ლომებს გაუჩნდებათ უამრავი შესაძლებლობები და ცდუნება. არჩევანი ძალზე რთული იქნება, მაგრამ მაინც მოგიწევთ არჩევა. შემოდგომისკენ სასიყვარულო ფრონტი ჩაცხრება და შედარებით მშვიდი პერიოდი დადგება. ისინი კარგად უნდა გაერკვნენ საკუთარ გრძნობებში. თუ ეს სიყვარულია – ყველაფერი უნდა იღონოთ, რომ შეინარჩუნოთ ის, თუ უბრალოდ სიმპატიაა – ჯობია დაშორდეთ, რათა განთავისუფლდეს ადგილი ნამდვილად მნიშვნელოვანი ადამიანისთვის.

3. მორიელები პირდაპირ ერთი შეხედვით შეაყვარებენ თავს – საკუთარ ცოლებსაც, და ქმრებსაც.

მთელი 2017 წლის განმავლობაში მორიელები ვერ იგრძნობენ ყურადღების დეფიციტს საპირისპირო სქესისგან. მიუხედავად ერთგულებისა, მათ არაერთხელ შეაწუხებთ ეჭვები, ცდუნება. ამას განსაკუთრებით იგრძნობენ შემოდგომა-ზამთარში. იმისათვის, რომ არასერიოზულმა გატაცებამ არ აურიოთ ტვინი, მან და მისმა პარტნიორმა უნდა შეიტანონ საკუთარ ურთიერთობებში თამაშის ელემენტები და სიახლის წვეთი. განაგრძეთ კითხვა

4. მშვილდოსნებისთვის 2017 წელი სიყვარულის ნიშნით ჩაივლის!

ჩვეულებრივ უდარდელი და ოდნავ თავქარიანი მშვილდოსანი ამ წელს გამოირჩევა გრძნობების უნახავი სიღრმითა და დაუჯერებელი ერთგულებით. მარტოხელა მშვილდოსნები შეხვდებიან ნამდვილ სიყვარულს, ისინი კი, ვინც დაწყვილებულია, გაამყარებენ თავიანთ ურთიერთობებს. ისინი მხოლოდ უფრო ყურადღებით უნდა იყვნენ და დროებით უნდა გადადონ მერყეობა.

5. და ბოლოს, მერწყულები – ისინი შეხვდებიან საკუთარ ნამდვილ სიყვარულს ან გაამყარებენ ურთიერთობებს, თუ უკვე შეხვდათ.

თუ 2017 წლის დასაწყისში მერწყულმა არ გააკეთა არჩევანი, მაშინ წლის პირველ ნახევარში საბოლოოდ ჩამოყალიბება მას გაუჭირდება.ზედმეტად ბევრი პრეტენდენტი მეორე ნახევრის როლზე მას თავგზას აუბნევს, ის ისედაც ჯერ თავად არ იქნება მზად სერიოზული ურთიერთობებისთვის. თუ მას შეხვდება ნამდვილი სიყვარული, ის მთლიანად გაიხსნება მასში, ურთიერთობები კი ბედნიერი და ხანგრძლივი იქნება. ისინი კი, ვინც უკვე ურთიერთობებში არიან, გავლენ ახალ დონეზე. შესაძლებელია ქორწილი, ბავშვის დაბადება, საცხოვრებელის შეძენა.

LEAVE A REPLY