რომელი ცხოველისა ან ფრინველის წელში ხართ დაბადებული – გაიგეთ, სიმართლე საკუთარ თავზე ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით

0
751
რომელი ცხოველისა ან ფრინველის წელში ხართ დაბადებული – გაიგეთ, სიმართლე საკუთარ თავზე ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით

ვირთხა – 1912, 1924, 1936, 1948, 1960, 1972, 1984, 1996, 2008
ხარი – 1913, 1925, 1937, 1949, 1961, 1973, 1985, 1997, 2009
 
ვეფხვი – 1914, 1926, 1938, 1950, 1962, 1974, 1986, 1998, 2010
 
კურდღელი– 1915, 1927, 1939, 1951, 1963, 1975, 1987, 1999, 2011
დრაკონი – 1916, 1928, 1940, 1952, 1964, 1976, 1988, 2000, 2012
გველი – 1917, 1929, 1941, 1953, 1965, 1977, 1989, 2001, 2013
ცხენი – 1918, 1930, 1942, 1954, 1966, 1978, 1990, 2002, 2014
 
თხა – 1919, 1931, 1943, 1955, 1967, 1979, 1991, 2003, 2015
 
მაიმუნი– 1920, 1932, 1944, 1956, 1968, 1980, 1992, 2004, 2016
 
მამალი – 1921, 1933, 1945, 1957, 1969, 1981, 1993, 2005, 2017
ძაღლი – 1922, 1934, 1946, 1958, 1970, 1982, 1994, 2006, 2018
 
ღორი – 1923, 1935, 1947, 1959, 1971, 1983, 1995, 2007, 2019
ვირთხა
მისგან იწყება ციკლი, რადგან ლეგენდის მიხედვით, ის მოვიდა ბუდასთან პირველი. ამიტომაც ითვლება ყველაზე ჭკვიანად ნიშანთა შორის. ვირთხა ძალიან აქტიურია, მაგრამ ერთდროულად მოუსვენარიც. როგორც ვიცით, ვირთხა საკმაოდ გულჩათხრობილია და ძირითადად ემალება შუქს, მაგრამ ამასთანავე არ ეშინია გარისკვა საკუთარი მიზნების გამო.
ხარი
ცხოველი, რომელსაც მოაქვს შრომისმოყვარეობა და მოთმინება. მთავარია, არ გააბრაზოთ. უპირატესობას ანიჭებენ მაარტოობასა და სტაბილურობას. ისინი იმის ერთგულები არიან, რაც ოდესღაც აირჩიეს.
ვეფხვი
ვეფხვს ვერ წაართმევ რთულ ჭკუას. ის მაინც და მაინც არ დაიწყებს ეშმაკობებს, მაგრამ ტყუილი მისი მისამართით შეიძლება ძვირად დაუჯდეთ. ვეფხვებს ემოციებიც საკმარისზე მეტი აქვთ, მათ შორის ბოროტიც.
 
კურდღელი
კურდღელი  ემორჩილება საკუთარ წესებს, ამიტომაც ძნელია მისი მორჯულება. მაგრამ ღია კონფლიქტზე ის არ წავა, აქ ძალაში შედის ცნობილი ზღაპრული შიში. ყველაზე მეტად ისინი აფასებენ უსაფრთხოებას. და, რა თქმა უნდა, ისინი ძალიან საყვარლები არიან.
დრაკონი
მისი ხიბლი თან აშინებთ, თან აჯადოებთ. დრაკონის ნიჭი ესაზღვრება ჯადოსნობას. ამიტომ მას სრულიად არ შეუძლია არსებობა ყოფაში და ჩვეულ ცხოვრებაში. მაგრამ მისი დამარცხება მაინც შეიძლება. მას ღალატობს სწრაფვა იდეალიზმისკენ.
გველი
დახვეწილი და მოუხელთებელია. მასში ბევრი საიდუმლოა. ვერ ვიტყვით, რომ გველი – ბოროტი არსებაა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ის საკმაოდ საშიშია. მას ვერ წაართმევ ინტუაციასა და სიბრძნეს, და ის ყველგან კარგად ეწყობა, სადაც ხვდება. თუმცა შეუძლია ასევე ადვილად გასხლტეს, თუ რაღაც ისე არ წავიდა.
ცხენი
გრაციოზული, კეთილშობილი და ამაყი არსებები. ცხენს უყვარს ბუნება და თავისუფლება, ის მამაცი და გაბედულია. ამასთანავე ცხენს სჭირდება, სიყვარული, ზრუნვა, მოვლა და ალერსი. მას სჭირდება კომპანია, ის მეგობრული და კომუნიკაბელური არსებაა.
თხა
მცირედით კმაყოფილი და საყვარელი არსებები არიან, ამავე დროს ჭირვეულებიც. არც ისეთი ძლიერები, საჭიროებენ უფრო კომფორტს, ვიდრე ადრენალინს. შეუძლიათ ადვილად წავიდნენ იქ, სადაც არაფერი კარგი არ ელოდებათ. მაგრამ შეუძლიათ წყენის პატიება და დავიწყება. ყველაზე კარგად გრძნობენ თავს საშინაო და თბილ ატმოსფეროში.
 
მაიმუნი
ხშირად გაუგებარია, რას აკეთებს და რა გამოდის შედეგად. მასში არ არის არც ძლიერი ბოროტება, არც ძალზე დადებითია. მაგრამ მას ვერ წაართმევ გონებამახვილობას.
მამალი
მამალს შეუძლია საკუთარი თავის გამოჩენა. მას შეუძლია იყოს როგორც მედიდური და მშვიდი, ასევე აქტიური ლიდერი. მაგრამ მთლიანობაში მამალი ყოველთვის საკმაოდ მკაცრი რჩება, და თუ დადგა დრო ადგეს და იმოქმედოს, მაშინ ყველას სწორედ ის აღვიძებს. და კიდევ, რა თქმა უნდა, მამლები ძალიან ორიგინალურები არიან.
ძაღლი
ყველაზე დამხმარე ნიშანია, რომლებიც არ ელოდებიან ჯილდოს. ძაღლი ცდილობს დაამარცხოს ბოროტება, მაგრამ ხშირად თავად ზარალდება ამის გამო. ძაღლები შეიძლება იყვნენ აგრესიულები და აბეზარები, სამაგიეროდ იშვიათად არიან პასიურები.
ღორი
მხიარული და კეთილი არსებები, რომლებიც გულგრილები არიან საკუთარი იმიჯის მიმართ. უფრო პირადი ურთიერთობებისკენ მიილტვიან, ვიდრე ხალხის საჩვენებლად. საკმაოდ სუსტები და დაუცველები არიან აშკარა ბოროტების წინაშე. ადვილად ვერ დაძრავთ ადგილიდან, მაგრამ საკმაოდ სტაბილურები არიან საკუთარ არჩევანში.

LEAVE A REPLY