როგორ უნდა ავარჩიოთ საზამთრო: ხერხი, რომელიც ერთმა ფერმერმა გვასწავლა

0
236

 

საზამთრო – ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ატრიბუტია. მწიფე და გემრიელი ნაყოფის არჩევა ხანდახან წარმოუდგენლად გვეჩვენება. დღეს ჩვენ გაგანდობთ საიდუმლოს, თუ როგორ ავარჩიოთ ყველაზე ტკბილი ნაყოფი.

როგორ ავარჩიოთ საზამთრო ზომის მიხედვით
თავი არიდეთ უზარმაზარ საზამთროს. დიდი ალბათობით, ის ხელოვნურად არის სასუქებით გადიდებული.

ყვითელი ლაქით
ეს თავისებურება მწიფე ნაყოფის შესანიშნავი მაჩვენებელია. რაც უფრო ყვითელია ლაქა, მით უფრო ტკბილია საზამთრო.

სქესობრივი ნიშნით
“ბიჭები” – უფრო დიდი და მოგრძნოა, “გოგოები” – მომცრო და ბრტყელი. “გოგოები” – უფრო ტკბილია.

დაკაკუნებით
მწიფე ნაყოფი კაკუნისას მკაფიო მაღალ ხმას გამოსცემს. ასევე, შეგიძლიათ მოუჭიროთ ხელებით ორივე მხრიდან. თუ ნაყოფი ოდნავ ჭრაჭუნებს, ე.ი. მწიფეა.

ყუნწით
ყვითელი, გამხმარი ყუნწი ნაყოფის სიმწიფის კარგი მაჩვენებელია. მწვანე კი, პირიქით, უჩვენებს, რომ საზამთრო ნაადრევად მოწყვიტეს.

სურნელით
საზამთროს კანს ახალი, მკვეთრი სურნელი უნდა ასდიოდეს. თუ საერთოდ უსუნოა, ე.ი. ნაყოფი ხელოვნური მეთოდით დაამწიფეს.

LEAVE A REPLY