როგორ მოვიშოროთ ფერიჭამელები სახეზე: სპეციალისტის რჩევები

0
731

როგორ მოვიშოროთ ფერიჭამელები სახეზე: სპეციალისტის რჩევები

როგორ მოვიშოროთ ფერიჭამელები სახეზე: სპეციალისტის რჩევები

ფერიჭამელებისგან თავის დაღწევაზე ყველას ოცნებაა, ვისაც კი ეს უსიამოვნო მოვლენა აწუხებს. როგორც წესი, მათი გაჩენის მიზეზი ცხიმოვანი ჯირკვლების გაძლიერებული აქტივობაა. ეს მოვლენა შეიძლება განვითარდეს ნებისმიერი ტიპის კანზე – ჰორმონალური დარღვევებისა და სხვა ჯანმრთელობის პრობლემების ფონზე. შავი წერტილების გამოჩენა მიუთითებს იმაზე, რომ კანს ესაჭიროება კომპლექსური მკურნალობა და კომპეტენტური ზრუნვა.

ვის და რატომ უჩნდება შავი წერტილები კანზე? საიდან ჩნდებიან ისინი?

შავი წერტილების გამოჩენა სახეზე უშუალოდ უკავშირდება ცხიმოვანი კირკვლების მუშაობას, უფრო ზუსტად – მათ ზედმეტ აქტივობას. ჩვენ ვსაუბრობს ცხიმოვან ჯირკვლებზე, რომლებიც ძირითადად არის კონცენტრირებული ე.წ T-ზონა – ზე (შუა შუბლი, ცხვირი და ნიკაპი). ზუსტად ამ ადგილებში აისახება გაზრდილი ცხიმოვანი წარმოება – კანის ბრწყინვალება, შავი წერტილები და ზოგჯერ ანთებითი გამონაყარი.

რამდენიმე მიზეზი, რაც იწვევს ცხიმის სეკრეციის გაზრდას შეიძლება იყოს:

დარღვეული ჰორმონალური ფონი;
არასწორი კვება;
ენდოკრინული დაავადებები;
თვითმკურნალობა – როდესაც ცდილობთ ცხიმის შესუსტებას.
მართალია თუ არა რომ შავი წერტილები უფრო ხშირად ვითარდება ცხიმიანი კანის მქონე ადამიანებში?

მართლაც, შავი წერტილების გამოჩენა დამახასიათებელია ცხიმიან კანზე. თუმცა, მისი არსებობა მშრალი კანის მფლობელებშიც ნორმალურია. როგორც წესი, პრობლემა ამ შემთხვევაში ორგანიზმში ჰორმონალური დარღვევებითაა გამოწვეული. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თავად შავი ლაქების არსებობა კანზე არ არის რაიმე დაავადების ნიშანი. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ კანზე გაჩნდა სტრიები და დაიწყო თმის ზრდა მოულოდნელად, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ენდოკრინოლოგს.

როგორ ვიზრუნოთ სწორად კანზე, რომ არ გაგვიჩნდეს შავი წერტილები

იმისათვის რომ არ შეგაწუხოთ შავი წერტილების არსებობამ და გქონდეთ მოვლილი კანი, აუცილებელია რეგულარული ვიზიტები კოსმეტოლოგთან. სახლის პირობებში კანის მოვლის შემთხვევაშიც, მნიშვნელოვანია, რომ შავი წერტილების მოსაშორებელი საშუალებები იყოს კოსმეტოლოგის მიერ შერჩეული – ეს განსაკუთრებულად სასარგებლო იქნება კონკრეტული კანისთვის და ბევრად ეფექტურ შედეგს გამოიღებს. გარდა ამისა, თუ თქვენ გაქვთ ცხიმიანი კანი, მსგავსი საშუალებები უნდა შეარჩიოთ ძალიან ფრთხილად, რადგან არ გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი ყიდულობს კანის მოვლის საშუალებებს – კარგი ხარისხის და საკმაოდ ეფექტურს, მაგრამ იყენებს არასწორად, რის შედეგადაც ხდება კანის გაღიზიანება. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მისი არასწორი გამოყენების შედეგი.

კოსმეტოლოგთან რეგულარული ვიზიტი, ულტრაბგერითი და სხვა აპარატიული პროცედურები, რომლებიც გათვალისწინებულია ინდივიდუალურად კოსმეტოლოგის მიერ, მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესებთ კანის სტრუქტურას და ხელს შეუწყობს მის გაახალგაზრდავებას.

LEAVE A REPLY