როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

0
633

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 28 ნოემბერს – 4 დეკემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით 28 – 29 ნოემბერს ქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +13, +18°, აღმოსავლეთ საქართველოში +9, +14° იქნება.

30 ნოემბერს დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს.
1 – 4 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და +5, +10° იქნება.

 

LEAVE A REPLY