რიტუალური მკვლელობების სერია – რა კავშირი აქვს უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანებს ბექა შენგელიასთან

0
767
რიტუალური მკვლელობების სერია – რა კავშირი აქვს უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანებს ბექა შენგელიასთან

შვილისა და შვილის მეგობრების მიერ მოკლული ლუბა ყოჩიაშვილი შესაძლოა სულაც არ იყოს პირველი მსხვერპლი. ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი” წერს.
როგორც გამოცემა პროკურატურის წყაროზე დაყრდნობით წერს გამოძიება არკვევს ინფორმაციას უგზო-უკვლოდ დაკარგული რამდენიმე პირიოს შესახებ, როლებსაც დიდი ალბათობით , კავშირი ქონდათ აღნიშნულ ბრალდებულებთან. რამდენიმე თვის წინ გადაცემა „სხვა რაკურსში” რომელიც სატანისტურ რიტუალებს ეძღვნებოდა ბექა შენგელიაც მონაწილეობდა და თავადვე ჰყვებოდა უჩვეულო ვიტარებაში გაუჩინარებული ადამიანების შესახებ, მათ შორის ასახელებდა დუშეთის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ პირს.
იგი გადაცემის წამყვანსა და მაყურებელს არწმუნებდა, რომ ამ ადამიანებს ორგანოების გაყიდვის მიზნით იტაცებდნენ. უფლებადამცელ გია ბურჯანაძის თქმით გამოძიებამ უნდა გაარკვიოს ბექა შენგელიას მიერ გაჟღერებული ინფორმაცია რეალურია თუ ერთგვარი ალიბის შექმნას ემსახურებოდა:
„საკმაოდ საფუძვლიანია ვერსია, რომ თავად ეს ბავშვები იტაცებდნენ ამ ადამიანებს რიტუალური მკვლელობებისთვის, ხოლო მოგვიანებით , სატელევიზიო გადაცემაში საუბარი ორგანოებით ვაჭრობაზე ერთგვარად კვალის არევისკენ იყოს მიმართული. ცხადია , ამ ინფორმაციის გადამოწმება უნდა მოხდეს. ფაქტია და ამას არც ოფიციალური უწყებები არ უარყოფენ , რომ არაერთი ადამიანი, მათ შორის ახალგაზრდები , ამ დრომდე უგზო-უკვლოდ არუან დაკარგულები და ვერც ცოცხალს მიაგნო ვინმემ და ვერც მკვდარს”- აცხადებს გია ბურჯანაძე.

 

LEAVE A REPLY