რა ხდებოდა რუსთაველზე: მეგობარი იმ გოგონაზე საუბრობს, რომელსაც საკუთარი დედის მკვლელობა და შეჭმა ბრალდება

0
786

რა ხდებოდა რუსთაველზე: მეგობარი იმ გოგონაზე საუბრობს, რომელსაც საკუთარი დედის მკვლელობა და შეჭმა ბრალდება

რა ხდებოდა რუსთაველზე: მეგობარი იმ გოგონაზე საუბრობს, რომელსაც საკუთარი დედის მკვლელობა და შეჭმა ბრალდება

ფოტოზე ის გოგონაა, რომელმაც, გამოძიების მტკიცებით,  საკუთარი დედა ჯერ წამებით მოკლა, შემდეგ კი მეგობრებთან ერთად შეჭამა. “gogaggg” მარიამის ერთ-ერთ მეგობარს დაუკავშირდა, რომლის კომენტარსაც უცვლელად გთავაზობთ:

„არცთუ ისე დიდი ხნის წინ გავიცანი მარიამი, კეთილი გოგო ჩანდა. გავიცანი თუ არა, შემომთავაზა რაღაცების ჩუქება, საჩუქრებით და კეთილი სიტყვებით ავსებდა საკუთარ მეგობრებს, ძალიან პოზიტიური და კარგი ჩანდა.

მარიამი ხშირად იყო “სმარტში”. ეს სუპერმარკეტი უცნაური ადამიანების თავშეყრის ადგილია, სწორედ მანდ გაიცნო თავისი ახალი სამეგობრო, ვისი დახმარებითაც ეს საზარელი მკვლელობა ჩაიდინა. კარგი იქნება, თუ მშობლები მიაქცევენ ყურადღებას ბავშვებს, რომლებიც ამ სუპერმარკეტში დადიან, რუსთაველზე. რა თქმა უნდა, სუპერმარკეტს ანტირეკლამას არ ვუკეთებ, კარგი სიტუაცია რომ არის მაგიტომაც დადიან იქ, ყველაფერი იაფია და მათაც სხვა რა სჭირდებათ? “სმარტის” წინ კლუბია, სადაც დადიან და დროს ბედნიერად ატარებენ.

როცა მარიამი გავიცანი, ჩვეულებრივად, ბავშვურად ეცვა. კლუბში წავიდეთ-მეთქი, შევთავაზე. სახლში ავიდა და ისეთი გამოწყობილი დაბრუნდა უკან, რომ პირი ღია დამრჩა, სულ სხვანაირი იყო.

ჩემი აზრით, ორი ადამიანი ცხოვრობს მასში – ერთი კეთილი და მეორე ისეთი, რომელიც მისმა ახალმა მეგობრებმა მთლიანად დაიპყრეს“, – წერს მარიამის მეგობარი.

LEAVE A REPLY