რა ქონებას ფლობს თეა წულუკიანის ქმარი?

0
692
რა ქონებას ფლობს თეა წულუკიანის ქმარი?

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის დაოჯახების შემდეგ “პრაიმტაიმი” დაინტერესდა რა ქონებას ფლობს მისი მეუღლე ნუგზარ კაკულია.
33 წლის ნუგზარ კაკულია ახალ ქალაქის რაიონის სოფელ დილისკაში 50 ათასს კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთს ფლობს. სხვა რაიმე სახის ქონება მის სახელზე არ ირიცხება.
ქონებრივ დეკლარაციაში კაკულიას სახელფასო ანგარიშზე 3 000 ლარი ფიქსირდება. დეკლარაციის შევსების მომენტში მას ნაღდი ფულის სახით 6 000 ლარი აღმოაჩნდა.
ნუგზარ კაკულია იუსტიციის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი გახლდათ. გასული წლის განმავლობაში მას ამ თანამდებობაზე 37 732 ლარი აქვს აღებული.

 

LEAVE A REPLY