რა მინიშნებებს იძლევა შარდის ფერი თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით

0
673

რა მინიშნებებს იძლევა შარდის ფერი თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით

არდის ანალიზი საშუალებას იძლევა ადამიანის ორგანიზმის შესახებ ღირებული ინფორმაცია იქნას მიღებული და დროულად იქნას აღმოჩენილი ესა თუ ის პათოლოგია.

ორგანიზმის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არა მარტო შარდის სრული ანალიზი არამედ მის ფერზე დაკვირვებაც იძლევა. თუმცა შარდის ფერზე დაკვირვების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ისიც თუ რომელ საკვებს, წამალს ან სასმელს შეეძლო ზემოქმედება მოეხდინა მასზე. მაგალიტად ჭარხლის ან წითელი კენკრის მიღების დროს შარდს მოწითალო ფერი დაჰკრავს, რეტინოლის შემცველი პოლივიტამინების მიღების დროს კი შარდი ღია ყვითელი ან ნარინჯისფერი ხდება, საფაღარათო წამლები კი პირიქით ამუქებს.

სუფთა, თითქმის უფერო შარდი არის ნიშნი იმისა, რომ ადამიანს წყლის ბალანსთან დაკავშირებით ყველაფერი ნორმაში აქვს. ასევე ეს შესაძლოა იყოს შარდმდენი პრეპარატების მიღების შედეგიც.

ინტენსიური ყვითელი შარდი უფრო ხშირად აღინიშნება დილით და მიანიშნებს ტოქსინების მაღალ დონეზე. ღამის განმავლობაში თირკმელები გამოდევნიან ყველა არასაჭირო ნივთიერებას ორგანიზმიდან. თუ მსგავსი ფერის შარდი მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდა, ეს არის იმის სიგნალი რომ ორგანიზმს წყალი აკლია.

მუქი ყვიტელი შარდი ყველაზე ხშირად ღვიძლის დაავადებაზე მიანიშნებს, ასევე შესაძლოა მას თან ახლდეს კანის და თვალების სიყვითლეც.

ღია წითელი შარდი- საგანგაში ნიშანია (თუ რა თქმა უნდა ადამიანს რაიმე წითელი ფერის პროდუქტი არ აქვს მიღებული). ასეთი ფერი წარმოადგენს ანთების სიმპტომს თირკმელში, ურეთრაში ან შარდის ბუშტში და შესაძლოა ცისტიტის მანიშნებელიც იყოს. კარგია თუ ექიმტან ვიზიტს არ დააყოვნებთ.

წითელი შარდი შესაძლოა თირკმელებში კენჭების არსებობაზე ან სიმსივნეზე მიგვანიშნებდეს. მსგავსი ფერის შარდის მქონე ადაიანის ორგანიზმი უკიდურესად დეჰიდრატირებულია და აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს.

LEAVE A REPLY